LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (31 აგვისტო–6 სექტემბერი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

4768
მიხეილ ცაგარელი

ყველაზე რთული პერიოდი, ე.წ. დაბნელებების დერეფანი, უკან მოვიტოვეთ. დედამიწა ნელ-ნელა პოზიტიური ენერგიებისკენ ინაცვლებს. მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიური ფონი ბოლომდე არ განელებულა, მიმდინარე კვირა წინა კვირასთან შედარებით ბევრად ეფექტური და წარმატებულია.

ვერძი:

სირთულეები ჯერ კიდევ მოსალოდნელია (მომდევნო კვირა ბევრად უკეთესი იქნება). ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, კერძოდ კუჭ-ნაწლავის ზონას და სწორ კვებას. შეეცადეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა პარტნიორებსა და კოლეგებთან. ამაზე იქნება ბევრად დამოკიდებული თქვენი წინსვლის სასიკეთო პერსპექტივა, ვინაიდან ურთიერთობებში გარკვეული სირთულეები მაინც არის, შესაძლოა კვლავ იჩინოს თავმა უნდობლობამ, ეჭვიანობამ და შეცდომების დაშვების ტენდენციამ, ამიტომ იყავით ყურადღებით.

კურო:

სიტუაცია ეტაპობრივად უმჯობესდება, თქვენი ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება, ფსიქო-ემოციური სტაბილურობა მაღალია, ამიტომ წარმატების შანსები და შესაძლებლობები გაცილებით მეტი იქნება. აქტიურობა მატულობს, მეტ ინიციატივას გამოიჩენთ, უმჯობესდება ურთიერთობა შვილებთან, სასიყვარულო პარტნიორებთან. სწორედ ამ ურთიერთობების სტაბილურობაზე იქნება ბევრად დამოკიდებული თქვენი წინსვლის პერსპექტივა. ეს პერიოდი ძალიან კარგია რომანტიკული ურთიერთობებისთვის, სიყვარულისა და ქორწინებისთვის. ასევე შეგიძლიათ წარმატებით გამოავლინოთ ლიდერული და ორგანიზატორული თვისებები, რითაც საგრძნობლად გაიუმჯობესებთ თქვენს ავტორიტეტს.

ტყუპები:

ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, ამიტომ მოერიდეთ გადაღლას და გაციებას. პერიოდი ცოტა რთულია, ამიტომ მიენდეთ ინტუიციას. პირველ რიგში, ნუ გადაიღლებით, ზედმეტმა კონტაქტებმა და აქტივობებმა შესაძლოა გაღიზიანება გამოიწვიოს. შემდეგი კვირა ამ მხრივ უფრო პოზიტიურია. ასევე, ამ კვირაში ეცადეთ ოჯახურ ცხოვრებაში წამოჭრილი საყოფაცხოვრებო პრობლემები მოაგვაროთ მშვიდად, რათა დაზოგოთ საკუთარი და სხვების ნერვები. მნიშვნელოვანია ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება.

კირჩხიბი:

ენერგია მატულობს, ჯანმრთელობა სტაბილურია, თქვენი შრომისუნარიანობა და განწყობა უმჯობესდება. პერიოდი ბევრად უფრო დინამიურია და ადვილად მოექცევით საყოველთაო ყურადღების ცენტრში. თქვენ გახდებით მნიშვნელოვანი მოვლენების ინიციატორი. გაიზრდება ფინანსური წარმატებისა და კარიერული წინსვლის პერსპექტივები. შესაძლოა ზოგიერთი საიდუმლო თავადაც გამოააშკარაოთ, რაც შინაგან თავისუფლებას მოგანიჭებთ. კარგი პერიოდია მრავალფეროვანი შეხვედრებისთვის, მოგზაურობისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის.

ლომი:

ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა კი არამდგრადი, ამიტომ თქვენი აქტიურობა შემცირდება, ამასთან, იჩენს თავს ემოციური არასტაბილურობა და უფრო ინერციით მოქმედებთ. პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს, ძველი საქმეებიდან შესაძლოა მიიღოთ გარკვეული მატერიალური დივიდენდები, თუმცა ამ პერიოდში მაინც თავი შეიკავეთ მსხვილი კაპიტალდაბანდებებისა და ინვესტიციებისგან (მომდევნო კვირა ამისთვის ბევრად უკეთესი იქნება). გამოიჩინეთ სიფრთხილე და წინდახედულობა როგორც ფინანსურ ხარჯებში, ასევე ურთიერთობებში. ნუ აჰყვებით არარეალურ იდეებს, რათა ტყუილად არ დაკარგოთ დრო. შემდეგი კვირა თქვენთვის გაცილებით წარმატებული იქნება.

ქალწული:

ამ კვირის მთავარი ფავორიტი ხართ, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, რაც პერიოდს ძალიან დინამიურს ხდის. ენერგია, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ენთუზიაზმი მატულობს თქვენში. მკაფიოდ აყალიბებთ მიზნებს და გარშემომყოფებიც მხარს დაგიჭერენ. მოაგვარებთ შემოსავლებთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან ერთად, გახსნილი და ღია ხართ რომანტიკული ურთიერთობებისა და შემოქმედებითი ენერგიისთვის. თქვენი ინტელექტი, ნიჭი და გონებამახვილობა მაქსიმალურად გამოვლინდება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ წინ საინტერესო და მოვლენებით სავსე პერიოდი გელით. მეტიც, შემდეგი კვირა კიდევ უფრო ეფექტური იქნება.

სასწორი:

თქვენს ცხოვრებაში კვლავ რთული პერიოდი გრძელდება. ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა – არასტაბილური, მოიმატებს გაციებისა და გადაღლის რისკი. შრომისუნარიანობა და იღბლის ფაქტორი დაბალია, ამიტომ ნუ დაიწყებთ ახალ, სარისკო საქმეებს, ნუ გამართავთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს და ნუ მოაწერთ ხელს ხელშეკრულებებს. შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით ან დაასრულეთ ძველი. აკონტროლეთ სიტუაცია ზურგს უკან – აქტიურდებიან ფარული მტრები, ჭორები და ინტრიგანები. შეინახეთ საიდუმლოებები, იმოქმედეთ ფრთხილად, წინდახედულად და მნიშვნელოვანი საკითხები მომდევნო კვირისთვის გადადეთ.

მორიელი:

პერიოდი საკმაოდ საინტერესო და აქტიურია. თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, ძლიერდება ინტუიცია, რაზე დაყრდნობითაც სწორ არჩევანს გააკეთებთ. გათავისუფლდებით ილუზიებისგან და მოვლენების განვითარებას პრაგმატულად დაინახავთ. მთლიანობაში, ეს დრო ხელს უწყობს წარმატებას ბიზნესში, კარიერულ დაწინაურებასა და საზოგადოებრივი პოზიციების განმტკიცებას. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და პოზიტიური ცვლილებები ოჯახში. კარგი დროა რეფორმებისთვის, ახალი მეთოდოლოგიის, ურთიერთობებში სიახლეებისა და ინტერნეტ/უცხოური კონტაქტებიდან ახალი იდეების მისაღებად.

მშვილდოსანი:

აშკარად იგრძნობთ დაღლილობას. ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი, მოიმატებს ემოციური ცვალებადობა. შესაძლოა მოგიწიოთ ფინანსური პრობლემების მოგვარება. აუცილებელია შეინარჩუნოთ მშვიდი ურთიერთობა კოლეგებთან, რადგან დაძაბულობა უარყოფითად აისახება თქვენს კარიერულ განვითარებასა და ბიზნეს საქმიანობაზეც კი. მაქსიმალურად გააკონტროლეთ იმპულსურობა, ნუ იქნებით ზედმეტად კატეგორიული, პირდაპირი და სარკასტული – შეცდომებმა შესაძლოა ზოგიერთი ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტა გამოიწვიოს. ამ პერიოდში სჯობს თავი შეიკავოთ მგზავრობისგან.

თხის რქა:

პერიოდი პოზიტიური და სტაბილურია, თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი. მოიმატებს შრომისუნარიანობა, მოთმინება და შეუპოვრობა. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის, ასევე სწავლისა და უცხოეთში მივლინებისთვის. აღსანიშნავია, რომ გადაჭრით ფინანსურ პრობლემებს, ზოგიერთი პროექტი კი ძალიან მომგებიანი აღმოჩნდება (შესაძლოა მოგვარდეს მემკვიდრეობის საკითხებიც).

მერწყული:

ჯერ კიდევ რთული პერიოდია. ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არასტაბილურია და ვერ მოქმედებთ სრულიად თავისუფლად. მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პრობლემები, რისთვისაც შესაძლოა მორალურად მზად არ იყოთ. ენას კბილი დააჭირეთ, შეინახეთ საიდუმლოებები და ეცადეთ, შემოიფარგლოთ მხოლოდ მიმდინარე, ყოველდღიური საქმეებით. უმჯობესია მნიშვნელოვანი გეგმები მომდევნო კვირაში განახორციელოთ, რომელიც ბევრად ეფექტური იქნება.

თევზები:

საკმაოდ კარგი პერიოდია. ენერგოტონუსი მაღალია, ინტუიცია ძლიერი, რაზე დაყრდნობითაც შემოქმედებითად და ეფექტურად იმოქმედებთ. პერიოდი ხელს უწყობს პარტნიორული (როგორც საქმიანი, ისე პირადი) ურთიერთობების სტაბილიზაციასა და გაუმჯობესებას, რაც დადებითად აისახება ცხოვრების წესსა და ფინანსებზე. პირნათლად შეასრულებთ მოვალეობებს, რაც მორალურ კმაყოფილებასთან ერთად პროფესიულ ზრდას მოგიტანთ. თქვენი თვითრწმენა მოიმატებს, რაც იდეების რეალიზაციას ხელს შეუწყობს. საკმაოდ ეფექტური პერიოდია პირადი ურთიერთობებისთვისაც.

გეომაგნიტური დღეები:

ამ კვირაში გვაქვს 3 გეომაგნიტური დღე (გასულ კვირასთან შედარებით ვითარება გაუმჯობესებულია) – სამშაბათი (1 სექტემბერი), პარასკევი (4 სექტემბერი) და შაბათი (5 სექტემბერი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები