LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4211
მიხეილ ცაგარელი

დღეს გეომაგნიტური დღეა, რაც დღევანდელ ახალმთვარეობას უკავშირდება. ახალმთვარეობის პიკი 19:50 საათზეა და იგი მზისა და მთვარის ენერგიების შეერთებას ნიშნავს სასწორის ზოდიაქოს ნიშანში.

ამ მოვლენამ დღის განმავლობაში შესაძლოა ხელი შეუწყოს ადამიანებში აგრესიისა და დეპრესიის გამოვლენას, კონფლიქტების, ტრავმული ტენდენციებისა და შინაგანი არასტაბილურობის გაძლიერებას. ასევე მოიმატებს შეცდომების დაშვების ალბათობა და ადამიანის სხვების გავლენის ქვეშ მოქცევის ტენდენცია.

დღის ზოგადი ტენდენციები:

დღეს შესაძლოა გაგიჭირდეთ დაპირებების შესრულება, ამიტომ ნუ გასცემთ ისეთ დაპირებებს, რომელთა შესრულებაშიც დარწმუნებული არ ხართ. მოერიდეთ ზედმეტ ფანტაზიებს და მოვლენებსა და სიტუაციებს უფრო რეალისტურად შეხედეთ.

დღეს არ არის სასურველი ახალი საქმის დაწყება. ეცადეთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და იზრუნეთ ახლობლებზე. სამყარო პარტნიორული ურთიერთობების სიმტკიცეს გამოცდის, ამიტომ დღე უმჯობესია მშვიდად და სტაბილურად გაატაროთ.

არ არის სასურველი ყიდვა-გაყიდვა, ფულის სესხება და გასესხება, ასევე მოძრავი ქონებით ვაჭრობა.

დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, განსაკუთრებით საიუბილეო საღამოებისთვის, მეგობრული ურთიერთობებისა და ხელოვნებასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის.

დღევანდელი სიზმრები სამომავლო სირთულეებზე მიგვანიშნებს.

ჯანმრთელობა:

დღეს შესაძლოა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს და სხვადასხვა არასასურველი სიმპტომი გამოვლინდეს. მოერიდეთ ზედმეტი რაოდენობით სითხის მიღებას, ხორცეულ ნაწარმს, მარილიან საკვებსა და ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს.

დღის განმავლობაში სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი და თირკმელები. ამ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.

დღის მინერალები და ფერები:

მინერალებიდან გამოიყენეთ ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, აკვამარინი და ტოპაზი. ეს ქვები ხელს შეუწყობს დადებითი კოსმიური ენერგიებისა და ახალი ცხოვრებისეული შესაძლებლობების მოზიდვას.

ტანსაცმელში ლურჯი, ცისფერი, ბეჟი და ნაცრისფერი ტონები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთმანეთთან კომბინაციაში, გააძლიერებს თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე კარგია ლომისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

თხის რქასა და თევზების ნიშნებისთვის კი დღე შედარებით რთული და ნეგატიურია, ამიტომ მათ მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.

დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები