LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3435
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტურმა ენერგიებმა შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეუქმნას გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა გახდეს თავის ტკივილის, უგუნებობის, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებების მიზეზი. ამიტომ მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, აკონტროლეთ წნევა და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ შესაბამის პროფილაქტიკურ ზომებს.

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენითაც გამოირჩევა – ე.წ. თეთრი მთვარე ანუ სელენა, რომელსაც ასევე მფარველი ანგელოზის სიმბოლოდ მიიჩნევენ და რომელიც დადებითი, ნათელი ენერგიების მატარებელია, დღეიდან 7 თვით სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს.

ეს პერიოდი ხელს შეუწყობს ადამიანების ცხოვრებაში სამართლიანობის, მშვიდობის, დიპლომატიურობის, კომპრომისების მიღწევის, კომუნიკაბელურობის, სილამაზისა და თავისუფლებისადმი მიდრეკილების გაძლიერებას.

ასევე, პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთება იურისპრუდენციის, სოციოლოგიის, ხელოვნების, პოეზიისა და ლიტერატურის სფეროებში. განვითარებას მიიღებს სილამაზის ინდუსტრია, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის ბიზნესი, ასევე არქიტექტურის, დიზაინის, ფსიქოლოგიის, ენდოკრინოლოგიის, უროლოგიის, დიეტოლოგიისა და გასართობი ინდუსტრიის მიმართულებები.

პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობა ამ პერიოდში უფრო მაღალ დონეზე გადავა. ეს ტენდენცია ნებისმიერი ტიპის პარტნიორულ ურთიერთობას შეეხება.

დღის ზოგადი ტენდენციები:

დღე ხელსაყრელია ავტომობილის ყიდვა-გაყიდვისთვის, მანქანის რეცხვისა და რემონტისთვის, მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.

კარგი დღეა თმის შესაჭრელადაც, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დღეს შეჭრილი თმა შემდგომ უფრო სწრაფად გაიზრდება.

დღის განმავლობაში მოერიდეთ სხივურ თერაპიას, ნოტარიული საბუთების გაფორმებას, მოგზაურობას, საცხოვრებელი ადგილისა და ბინის შეცვლას. არ არის სასურველი სოციალური უზრუნველყოფისა და სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ასევე სესხის აღება.

დღევანდელ სიზმრებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის კუთხით დღეს სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა. ამ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციების ჩატარება, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სასურველი არ არის.

დღის მინერალები და ფერები:

მინერალებიდან გამოიყენეთ ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი და ზურმუხტი. მათი გამოყენება ხელს შეუწყობს სასიკეთო ენერგიების მოზიდვას.

ტანსაცმელში უპირატესობა მიანიჭეთ წითელ, შავ, ლურჯ, ცისფერ და მწვანე ფერებსა და ტონებს. ისინი თქვენს მიმზიდველობასა და შარმს გააძლიერებენ.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე განსაკუთრებით კარგია თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბული დღეა ვერძის, ტყუპებისა და სასწორის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.

დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები