LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

172
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე გეომაგნიტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. ეს ფაქტორი, თავის მხრივ, შესაძლოა გახდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. აღნიშნული პერიოდი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს წნევის მხრივაც, რადგან წნევის უეცარმა ცვალებადობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, გავიზომოთ წნევა და აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მედიკამენტების მიღებით მოვიყვანოთ ორგანიზმი წესრიგში.

ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენაა – დღეიდან 10 სექტემბრამდე სიყვარულის, ხელოვნებისა და სილამაზის მმართველი პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს სასწორის ზოდიაქოში, სადაც მას ძალიან უყვარს ყოფნა. ამ ზეგავლენის შედეგად ადამიანებში მეტად განვითარდება ურთიერთობებში დიპლომატიურობა, მშვიდობიანობა, სამართლიანობისადმი მიდრეკილება, კომპრომისების მიღწევის უნარი, კომუნიკაბელურობა, სილამაზის აღქმის განსაკუთრებული უნარი და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა.

თუმცა, ეს ტრანზიტი ასევე ხელს უწყობს გარკვეული ნეგატიური თვისებების განვითარებასაც, როგორიცაა სულსწრაფობა, უყაირათობა, ზედმეტი ფანტაზიები (რომელიც ზოგჯერ ილუზიებში გადადის), სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევის ტენდენცია, შინაგანი გაორება და მერყეობა. ეს ნეგატიური ტენდენციები მოითხოვს მეტ კონტროლსა და ყურადღებას.

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ დღეს, ადამიანებში მოიმატებს ეჭვიანობა, შური, სიჯიუტე, ხასიათცვალებადობა და სხვისი სისუსტეების გამოყენების სურვილი, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა პრობლემების მომტანი გახდეს. დღევანდელი სიზმრების ახდენა შემდგომში ფრიად საეჭვოა.

დღე სასიკეთოა სიყვარულისა და ქორწინებისთვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისათვის, მეგობრობისა და ახალი ნაცნობობისთვის. ხელს უწყობს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, სამშენებლო მასალების შეძენას, მგზავრობას, მშენებლობას, ვაჭრობას, კოსმეტიკის, ტანსაცმლისა და პარფიუმერიის შეძენას, ასევე მცენარეების დარგვა-გადარგვას.

დღის რეკომენდაციები:

მოერიდეთ ხალებისა და პაპილომების მოშორებას, კისრის მკვეთრ მოძრაობებს, ყურების გახვრეტას, სარისკო მოქმედებებსა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას. აკონტროლეთ საფულე და ფინანსები. საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ ზღვის პროდუქტები და ხორცეული ნაწარმი.

ჯანმრთელობა:

სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა (მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი) და სწორი ნაწლავი. ამ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. ეფექტურია სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი და მარჯანი. ფერები, რომლებიც მიმზიდველობასა და შარმს აძლიერებს, არის ყავისფერი, ლიმონისფერი, ბეჟი, ტერაკოტისფერი და მწვანე ტონები.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე ყველაზე კარგია კუროს, კირჩხიბისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ლომის, სასწორისა და მშვილდოსნის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი წინდახედულობა მართებთ მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები