LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

845
მიხეილ ცაგარელი

დღეს მზე იმყოფება ლომის ფრიად კეთილშობილ და მეტად მოსიყვარულე ნიშანში, ხოლო მთვარე, მოგზაურისა და ოპტიმისტურ – მშვილდოსნის ნიშანში. ამ პლანეტარული ზეგავლენით თითოეულ ჩვენგანში მოიმატებს ოპტიმიზმი და კარგი განწყობა.

მივაქციოთ ყურადღება – ღამის საათებში, 23:32-დან 01:00 საათამდე, გვაქვს უკურსო, ე.წ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი. ამ დროს ყურადღება მკვეთრად დუნდება, რის გამოც მძღოლებსა და ქვეითებს გაორმაგებული სიფრთხილე მართებთ, რათა თავიდან აიცილოთ ტრავმები და ავარიული სიტუაციები.

დღის რეკომენდაციები:

ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, რისი ალბათობაც დღეს საკმაოდ მაღალია. დღე სასიკეთოა იურიდიული კონსულტაციების გავლისთვის, დოკუმენტების მოწესრიგებისთვის, სამგზავრო ბილეთების, სპორტული საქონლისა და საჩუქრების შესასყიდად.

კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის, პრეზენტაციების, აუქციონების, გათბობის სისტემებისა და ბუხრის მონტაჟისთვის, სუნთქვითი ვარჯიშების, წყლის პროცედურებისა და მასაჟისთვის.

ასევე სასიკეთოა მოგზაურობისთვის, უცხოელებთან და საკონსულოებთან კონტაქტისთვის, საზღვარგარეთ კაპიტალდაბანდებებისთვის, ტურისტული ლაშქრობებისა და ექსკურსიებისთვის, სპორტული ვარჯიშებისა და ღონისძიებებისთვის, სწავლისთვის, სამეცნიერო კვლევებისთვის, საიუბილეო საღამოებისა და დაჯილდოებებისთვის. გაითვალისწინეთ, ისევე როგორც გუშინ, დღესაც არ არის რეკომენდებული მშენებლობა, სისხლის გადასხმა და ყურის გახვრეტა.

ჯანმრთელობა:

დღეს ეფექტურია ფილტვების, ხელების, მხრების, ბრონქებისა და მეტყველების მკურნალობა. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული და მენჯ-ბარძაყის ძვალი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. კვების რაციონში ჩართეთ მეტი ხილი და ბოსტნეული, რაც გააუმჯობესებს იმუნიტეტს.

დღის მინერალები და ფერები:

კოსმიური ენერგიებისა და სასიკეთო შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ ფირუზი, სერდოლიკი, წითელი იასპი, ამეთვისტო და საფირონი. ხოლო ტანსაცმელში წითელი, ყვითელი, ლურჯი, იისფერი და ცისფერი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე ძალიან კარგია მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბულია მორიელისა და თევზების ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები