დღეიდან მზე ტოვებს ლომის ზოდიაქოს და გადადის ქალწულის ნიშანში მთელი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში. ამ ასტროლოგიური მოვლენის ზეგავლენით თითოეულ ჩვენგანში მოიმატებს ორგანიზებულობა, დისციპლინა, ყურადღება, ნებისყოფა, პრაგმატიზმი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მიზანდასახულობა, ასევე წესრიგისკენ სწრაფვა. თუმცა, ამასთანავე, ხასიათში შესაძლოა გაძლიერდეს სიჯიუტე, გადამეტებული პირდაპირობა, სარკაზმი და კრიტიკულობა. აკონტროლეთ ეს უარყოფითი თვისებები და მაქსიმალურად გამოიყენეთ პოზიტიური შესაძლებლობები.
დღის ზოგადი ტენდენციები:
ნებისმიერი საქმისა თუ მოქმედებისას გამოიჩინეთ გონიერება და წინდახედულობა, ნუ მოდუნდებით მეტისმეტად. აკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ კონფლიქტებს, რომელთა ალბათობა საკმაოდ მაღალია. იმოქმედეთ მიზანდასახულად. პარტნიორულ ურთიერთობებში მოიმატებს მზრუნველობა.
დღის რეკომენდაციები:
სასიკეთოა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, კოლექციონერობისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის, ავტომობილის ყიდვა-გაყიდვისთვის, ექსპერტიზისთვის, სარესტავრაციო სამუშაოების წარმოებისთვის, საათის შესაძენად, მავნე ჩვევებისგან (მათ შორის მოწევისგან) გათავისუფლებისთვის.
სასიკეთოა ნიადაგის გაფხვიერება, საშემოდგომო ხორბლისა და საკვები კულტურების დათესვა, მცენარეებისა და დეკორატიული ყვავილების მორწყვა. დღევანდელი სიზმრები მოგვიანებით ახდება.
ჯანმრთელობა:
დღეს ეფექტურია კუჭ-ნაწლავისა და მკერდის მკურნალობა. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები და კანის ზონა. მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებსა და სიმძიმეების აწევას, რათა არ დააზიანოთ ეს ზონები. კვების რაციონიდან გამორიცხეთ თხილი და სხვა ალერგიული პროდუქტები.
დღის მინერალები და ფერები:
კოსმიური ენერგიებისა და სასიკეთო შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი და ოპალი. ხოლო ფერებიდან, ტანსაცმელში ყავისფერი, ყვითელი, ბეჟი, მწვანე და ნაცრისფერი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე პოზიტიურია კირჩხიბის, ქალწულისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
შედარებით დაძაბულია ვერძის, ტყუპებისა და სასწორის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.