კვირის პირველი ნახევარი (დაახლოებით 17 სექტემბრამდე) შედარებით უკეთესია. ხუთშაბათიდან კი დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, რის გამოც მოიმატებს სირთულეები ჯანმრთელობის, ურთიერთობებისა და იდეების რეალიზაციის კუთხით. ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება კვირის პირველ ნახევარშია რეკომენდებული.
ორშაბათიდან იწყება 9-თვიანი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური პერიოდი – შავი მთვარე, ე.წ. მაცდუნებელი ენერგია „ლილიტი“ ტოვებს მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს, მშვილდოსნებო, გილოცავთ, თქვენ გათავისუფლდით ცხრათვიანი კოსმიური გამოცდებისა და პრობლემებისაგან, ვინაიდან ე.წ. ლილიტი გადადის თავისი ეგზალტაციის, თხის რქის ნიშანში. მომდევნო 9 თვის მანძილზე მოსალოდნელია ტირანიისა და დესპოტიზმის გაძლიერება, ეკოლოგიური კატასტროფები (გვალვა, ნიადაგის ეროზია) და საფრთხეები მიწისქვეშა კომუნიკაციებში (გვირაბები, მეტრო).
რასაკვირველია, თხის რქის ნიშნით დაბადებულებს გმართებთ უფრო მეტი ყურადღება, რადგან იწყება 9-თვიანი გამოსაცდელი პერიოდი, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ცდუნებებთან, შეცდომებთან, ფარულ მტრებთან, შურიან ადამიანებთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.
ვერძი:
კვირის პირველი ნახევარი შედარებით სტაბილურია. 17 სექტემბრიდან პერიოდი საკმაოდ სახიფათო ხდება, რადგან ენერგოტონუსი და ჯანმრთელობა არასტაბილურია. შესაძლოა წარმოიშვას სხვადასხვა სახის სირთულეები კოლეგებთან, გაუგებრობები და დაძაბულობა პარტნიორებთან. თქვენსა და პარტნიორებს შორის მოიმატებს უნდობლობა, ასევე მოიმატებს ტყუილისა და მოტყუების ალბათობა, ამან კი შესაძლოა გულაცრუება გამოიწვიოს, სხვებმა კი ისარგებლონ თქვენი შეცდომებით. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, ეცადეთ, კვირის პირველ ნახევარში მოაგვაროთ, ხოლო მეორე ნახევარი ფრთხილად უნდა განვლოთ.
კურო:
ენერგოტონუსს არ უჩივით, ჯანმრთელობა მდგრადია, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება და შეუპოვრობა სათანადო სიმაღლეზეა, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში დედამიწის უარყოფით ენერგოველში ყოფნა, თქვენზეც აისახება, მაგალითად, ზოგიერთი თქვენი გადაწყვეტილება შესაძლოა, მცდარი აღმოჩნდეს. ნუ დაკარგავთ დროსა და ენერგიას არასწორი გადაწყვეტილებების რეალიზაციაში. ამ პერიოდში მოიმატებს ემოციურობა, რის ფონზეც არ არის გამორიცხული იმპულსური ნაბიჯები გადადგათ და შეცდომებიც ადვილად დაუშვათ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მოტყუების მცდელობაც მოიმატებს. ეცადეთ, მაქსიმალურად კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან.
ტყუპები:
მაქსიმალურად გამოიყენეთ კვირის პირველი ნახევარი, სადაც საუკეთესო შესაძლებლობები გაქვთ. კვირის მეორე ნახევრიდან ენერგოტოპუსი ეტაპობრივად იმატებს, თუმცა ნუ გადაიტვირთებით, ეცადეთ არ გადაიღალოთ. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ 17 სექტემბრიდან მოიმატებს დაძაბულობა ურთიერთობებში და მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ გარშემომყოფებთან კომუნიკაციის დროს. ასევე, მაღალია ალბათობა სხვადასხვა სახის შეცდომების დაშვების, მოტყუების და ფაქტების დამახინჯების, ამიტომ იყავით ყურადღებით საქმეებსა და ურთიერთობებში, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან, სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
კირჩხიბი:
მაღალი ენერგოტონუსი და ძლიერი ჯანმრთელობა გაქვთ მთელი კვირის განმავლობაში – ხართ აქტიური, ენერგიული და ინტუიციური. თუმცა საქმიანი წარმატებისთვის პირველი ნახევარი უკეთესია. 17 სექტემბრიდან კი სიტუაცია იცვლება, უფრო რთულდება მიზნების მიღწევა და იდეების რეალიზაცია. მიუხედავად თქვენი აქტიურობისა და დინამიკურობისა, შესაძლოა არასწორი სტრატეგია აირჩიოთ და თქვენმა მოქმედებამ სათანადო შედეგი არ გამოიღოს. მეტიც, პირად ურთიერთობებშიც მოიმატებს სირთულეები და ყალბი ინფორმაციის მიღების ალბათობა, ამიტომ გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია.
ლომი:
ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალია, ნუ გადაიღლებით. კვირის მეორე ნახევრიდან ენერგია მოგემატებათ, მაგრამ ჩნდება ნეგატიური ტენდენციები – შესაძლოა ფუჭად დაკარგოთ დრო და ენერგია სხვების პრობლემების მოგვარებაში. ამასთან, მოსალოდნელია უსიამოვნებები მგზავრობისას. შესაძლოა გადააფასოთ საკუთარი შესაძლებლობები ან დაუშვათ შეცდომები. კვირის მეორე ნახევარში მოერიდეთ ზედმეტ ფინანსურ ხარჯებს და კირჩხიბების მსგავსად, თქვენც აუცილებლად გადაამოწმეთ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია.
ქალწული:
ამ კვირის მთავარი ფავორიტი ხართ. შრომისუნარიანობა, მოთმინება, ნებისყოფა და შეუპოვრობა წარმატების მაღალ შანსებს გიქმნით და იღბალიც შესაბამისად, თქვენკენაა. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ კვირის მეორე ნახევარი შედარებით რთულია, ჩნდება გარკვეული გაურკვევლობები და მიზნის მისაღწევად მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ. მართალია სხვებისგან განსხვავებით თქვენ უფრო მეტად გაქვთ შესაძლებლობა საინტერესო პროექტებში მონაწილეობისა, თუმცა უნდა აიღოთ შესაბამისი პასუხისმგებლობა და გამოიჩინოთ სიფრთხილე, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები საქმეში, რისი ალბათობაც კვირის მეორე ნახევრიდან მაღალია.
სასწორი:
კვირის მეორე ნახევარში გმართებთ განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება, ვინაიდან მოიმატებს თვითმოტყუების, ტყუილისა და ილუზიების ალბათობა. დამოუკიდებლად გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, შეინახეთ საიდუმლო, ერიდეთ ჭორებსა და ინტრიგებს. გაკონტროლეთ ილუზიები და ფანტაზიები, რათა არ დაუშვათ შეცდომები განსაკუთრებით, პარტნიორულ ურთიერთობებში. თუ ამ ეტაპზე დიდი წარმატება არ გაქვთ, ნუ ინერვიულებთ – მომდევნო კვირიდან და განსაკუთრებით მომდევნო თვიდან ვითარების გამოსასწორებლად ბევრად მეტი შესაძლებლობა გექნებათ.
მორიელი:
ჯანმრთელობის თვალსაზრისით კარგი პერიოდია. ხართ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, უშიშარი და მებრძოლი. თუმცა კვირის მეორე ნახევრიდან მოიმატებს ემოციურობა და ზედმეტი იმპულსურობა, რამაც შესაძლოა დაძაბოს ურთიერთობები გარშემომყოფებთან. ფინანსურ საკითხებს ზედაპირულად უდგებით – მოსალოდნელია ზედმეტი ხარჯები გასართობებსა და უსარგებლო ნივთებზე; ამასთან, ეფექტურად იბრძოლებთ უსამართლობის წინააღმდეგ (რაც გაზრდის თქვენს რეიტინგს) და წარმატებული იქნებით საგამოძიებო სფეროში, თუმცა გადაამოწმეთ სხვებისგან მიღებული ინფორმაცია შეცდომების თავიდან ასაცილებლად.
მშვილდოსანი:
ენერგოტონუსი თანდათან მოიმატებს და ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება მაინც კვირის პირველ ნახევარში სჯობს, რადგან 17 სექტემბრიდან სიტუაცია უფრო რთულდება. მთლიანობაში, კვირის მეორე ნახევარში პერიოდი კარგია თანამშრომლობისთვის, კოლექტიური ძალისხმევისა და თვითრეალიზაციისთვის, მაგრამ ეცადეთ, რეალისტურად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები, რათა შეუფასებლობის გამო შეცდომები არ დაუშვათ.
თხის რქა:
ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა – მდგრადია. პერიოდი ხელსაყრელია შემოქმედებითობისთვის, თვითგამოვლენისა და იდეების რეალიზაციისთვის. საუკეთესო მაინც კვირის პირველი ნახევარია. მეორე ნახევარში კი მოსალოდნელია ურთიერთობების დაძაბვა კოლეგებსა და მეგობრებთან, ასევე შესაძლოა გაგიცრუვდეთ გარკვეული მოლოდინები. ნათესავებისგან მოსალოდნელია არასასიამოვნო ინფორმაციის მიღება. შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებითი ფინანსების დაბანდება საოჯახო თუ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად. მგზავრობისთვის კვირის პირველი ნახევარი უკეთესია.
მერწყული:
ენერგოტონუსი ნელ-ნელა მოიმატებს, თუმცა საქმეების მოსაგვარებლად და დასასრულებლად პირველი ნახევარი უკეთესია. ხუთშაბათიდან მოიმატებს შეცდომებისა და არასწორი ქმედებების ალბათობა, შესაძლოა მოგიწიოთ ზოგიერთ იდეასა და გეგმაზე უარის თქმა. მოსალოდნელია ჭორები და ინტრიგები, რაც უარყოფითად იმოქმედებს თქვენს რეპუტაციაზე. დაიცავით საიდუმლო, აკონტროლეთ სიტყვები და ნუ გააზიარებთ ინფორმაციას წინასწარ, რათა სხვებმა ის თქვენ წინააღმდეგ არ გამოიყენონ.
თევზები:
მთლიანობაში კვირა კარგია, ენერგოტონუსი და ჯანმრთელობა სტაბილურია, ინტუიციაც სათანადო სიმაღლეზეა და ხელს უწყობს სწორი არჩევანის გაკეთებას, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინეთ კვირის მეორე ნახევარში, რადგან მოიმატებს ფინანსური დანაკარგების, მოტყუებისა და მგზავრობისას გაუთვალისწინებელი უსიამოვნო შემთხვევების ალბათობა. ნუ აჰყვებით ემოციებს და ცდუნებებს. რაც უფრო მეტად დაეყრდნობით სტაბილურ (როგორც პირად, ისე საქმიან) პარტნიორულ ურთიერთობებს, მით უფრო წინ წახვალთ.
გეომაგნიტური დღეებია: 14 სექტემბერი (ორშაბათი) 18, 19 და 20 სექტემბერი (პარასკევი, შაბათი, კვირა) – ამ დღეებში მოსალოდნელია გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის პრობლემები, თავის ტკივილი, წნევის ცვალებადობა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. აკონტროლეთ წნევა და საჭიროებისამებრ გამოიყენეთ მედიკამენტური ან პროფილაქტიკური საშუალებები.