LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

269
მიხეილ ცაგარელი

გეომაგნიტური დღეა. გეომაგნიტური ენერგიები უარყოფითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე – იწვევს თავის ტკივილს, უგუნებობასა და წნევის ცვალებადობას. დისკომფორტის შემთხვევაში პირველ რიგში გაიზომეთ წნევა და მიიღეთ შესაბამისი ზომები (მედიკამენტები ან ყავა), რათა ორგანიზმი წესრიგში მოიყვანოთ.

ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენაა – დღეიდან 10 სექტემბრამდე გონების, კომუნიკაციისა და ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადადის. მერკურს ძალიან უყვარს ამ ნიშანში ყოფნა, რაც ხელს შეუწყობს ლოგიკური აზროვნების, ენამახვილობის, ანალიზის უნარისა და პრაგმატიზმის გაძლიერებას. მოიმატებს პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, დისციპლინა, ნებისყოფა, დეტალების დანახვის უნარი, წესრიგისა და სისუფთავისკენ განსაკუთრებული მიდრეკილება. ასევე გაადვილდება უცხო ენების ათვისება. თუმცა, შესაძლოა გაძლიერდეს სიჯიუტე, მეტისმეტი პირდაპირობა და კრიტიკულობა, რასაც კონტროლი სჭირდება.

დღის ზოგადი ტენდენციები:

დღეს იმოქმედეთ შედარებით თავისუფალი გრაფიკით, რათა არ მოექცეთ მკაცრ ჩარჩოებში. ხასიათში შესაძლოა მოიმატოს ქედმაღლობამ და გადამეტებულმა სიამაყემ – აკონტროლეთ ეს თვისებები.

პარტნიორულ ურთიერთობებში მოსალოდნელია ძველი შეცდომების გამოვლენა. ენდეთ მხოლოდ რეალურ ფაქტებს და ნუ აჰყვებით ილუზიებსა თუ ფანტაზიებს. დღევანდელი სიზმრების ასრულება ძალიან საეჭვოა.

დღის რეკომენდაციები:

დღე სასიკეთოა ავტომობილის ყიდვა-გაყიდვისთვის (განსაკუთრებით დილის საათებში), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, ექიმებთან კონსულტაციისთვის, მშენებლობისა და კვების ბიზნესისთვის, ხოლო დღის მეორე ნახევარში -კომპიუტერული ტექნიკისა და ელექტრო-გაზის აპარატურის შესაძენად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისა და სუნთქვითი ვარჯიშებისთვის. დღეს არ არის რეკომენდებული ქორწინება და ფინანსური ოპერაციების ჩატარება.

ჯანმრთელობა:

სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, თვალები და ნერვული სისტემა. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. კვების რაციონში ჩართეთ მეტი ბოსტნეული და უცხიმო თევზი, რაც გააძლიერებს იმუნიტეტს. არ არის რეკომენდებული მკვეთრი მოძრაობები, სიმძიმეების აწევა, პიგმენტური ლაქების მოშორება.

დღის მინერალები და ფერები:

კოსმიური ენერგიებისა და სასიკეთო შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ ონიქსი, ქრიზოპრაზი, საფირონი, ცირკონი და აკვამარინი.

ტანსაცმელში მწვანე, ყვითელი, ბეჟი, ნეონისფერები და წითელი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე შედარებით დაცულია ვერძისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბულია კირჩხიბისა და ქალწულის ნიშნებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები