LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3489
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია. აღსანიშნავია, რომ გველოდება ზედიზედ სამი გეომაგნიტური დღე (დღეს, ხვალ და ზეგ), რაც გამოწვეულია მზის ქარიშხლებით. ეს მოვლენები უარყოფითად მოქმედებს ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე, იწვევს თავის ტკივილს, გულისრევის შეგრძნებას, წნევის ცვალებადობასა და დისკომფორტს. ასეთ დღეებში აკონტროლეთ წნევა და საჭიროებისამებრ გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის რეკომენდაციები:

გაუფრთხილდით ძვირფასეულობას. ილოცეთ და დალოცეთ ყველა. დღე სასიკეთოა თვითშემეცნებისთვის, საკუთარი კომპეტენციის გასაღრმავებლად, სამეცნიერო კვლევებისთვის, რემონტისთვის, ავტომობილის ყიდვა-გაყიდვისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის, მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურებისთვის.

დღეს არ არის რეკომენდებული ახალი საქმის წამოწყება, ბიზნესთანამშრომლობა, ახალი თანამშრომლების მიღება, საცხოვრებლისა და ბინის შეცვლა, რენტგენი, სხივური თერაპია, სესხის აღება, ნოტარიუსთან დოკუმენტების გაფორმება, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ორგანიზაციებთან ურთიერთობა. დღევანდელი კარგი სიზმრები აუცილებლად ახდება.

ჯანმრთელობა:

დღეს ეფექტურია ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოებისა და ენდოკრინული სისტემების მკურნალობა. იმოძრავეთ და ივარჯიშეთ მეტი. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემები. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. კვების რაციონში ჩართეთ მოთუშული ბოსტნეული, ხილი, რაც კარგად იმოქმედებს იმუნიტეტზე. მოერიდეთ ცხარე კერძების მიღებას.

დღის მინერალები და ფერები:

კოსმიური ენერგიებისა და ცხოვრებისეული შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი და ზურმუხტი. ხოლო ტანსაცმელში წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი და მწვანე ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში) საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე ძალიან კარგია კირჩხიბის, ქალწულის, მორიელისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით ნეგატიური და დაძაბულია ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები