LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

597
მიხეილ ცაგარელი

გეომაგნიტური დღეა. ჩვენ უკვე გავდივართ ე.წ დაბნელებების დერეფანს და ამასთან ერთად, მზეზე აფეთქებებია – გეომაგნიტური ენერგიები კი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე, იწვევს თავის ტკივილს, უგუნებობასა და წნევის ცვალებადობას. ამ კვირაში სულ ხუთი გეომაგნიტური დღეა, რაც საკმაოდ დიდი დატვირთვაა. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ასაკოვან ადამიანებსა და მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები აწუხებთ. უპირველეს ყოვლისა, აკონტროლეთ წნევა და საჭიროების შემთხვევაში, მიიღეთ შესაბამისი პროფილაქტიკური ზომები.

დილით 10:31 საათიდან იწყება და 24:00 საათამდე (მთელი დღე) გაგრძელდება ე.წ უკურსო მთვარის პერიოდი. ამ დროს ადამიანებში ყურადღება მკვეთრად დუნდება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი ტრავმები და ავარიები. მძღოლებსა და განსაკუთრებით ქვეითებს ორმაგი ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ.

დღის ზოგადი ტენდენციები:

საინტერესო დღეა ურთიერთობების გარკვევისა და მწვავე პრობლემების მოგვარებისთვის. დაიხსომეთ დღევანდელი სიზმარი – ის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

დღის რეკომენდაციები:

სასიკეთოა ავტომობილის ყიდვა-გაყიდვისთვის, ექსპერტიზისთვის, მავნე ჩვევებისგან (მათ შორის მოწევისგან) გათავისუფლებისთვის, სარესტავრაციო სამუშაოების წარმოებისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისა და მორწყვისთვის, კოლექციის შეგროვებისთვის.

დღეს არ არის რეკომენდებული ფინანსური ოპერაციები, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა და მათთვის ინოვაციური წინადადებებით მიმართვა, ვაჭრობა, გასვლითი ოპერაციების ჩატარება, ქორწინება, ახალი ურთიერთობების დამყარება, სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება და პიგმენტური ლაქების მოშორება.

ჯანმრთელობა:

დღეს ეფექტურია კუჭ-ნაწლავის მკურნალობა. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, კანის არე, მუხლები და სახსრები. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. კვების რაციონში მოერიდეთ თხილს, თაფლსა და სხვა ალერგიულ პროდუქტებს.

ასევე, მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს, სიმძიმეების აწევას, მანუალურ მასაჟს, სტომატოლოგიურ პროცედურებს (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა).

დღის მინერალები და ფერები:

კოსმიური ენერგიებისა და სასიკეთო შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი და მალაქიტი. ტანსაცმელში ყავისფერი, ნაცრისფერი, ყვითელი, ბეჟი და მწვანე ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიზანდასახულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე საუკეთესოა კუროს, მორიელის და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ლომის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები