LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

182
მიხეილ ცაგარელი

15:32 საათიდან იწყება და 24:00 საათამდე გაგრძელდება უკურსო მთვარის პერიოდი. ამ დროს ადამიანებში ყურადღება მკვეთრად დუნდება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმები და ავარიები. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მძღოლებს, ქვეითებსა და სარისკო საქმიანობაში ჩართულ პირებს.

დღის ზოგადი ტენდენციები:

დღეს მეტი სიფრთხილე გმართებთ მათ, ვისაც ნებისმიერი ფორმით გაქვთ შეხება წყალთან. მოერიდეთ ნასვამ ადამიანებს, მოიმატებს არასასურველი კონფლიქტებისა და ზეწოლის ალბათობა, ამიტომ აკონტროლეთ ნეგატიური აზრები, სიტყვები და ემოციები. იზრდება ინტუიცია. ნუ მოექცევით სხვების გავლენის ქვეშ – მაღალია მოტყუების რისკი. მოერიდეთ ილუზიებსა და გადამეტებულ ფანტაზიებს, იყავით უფრო პრაგმატულები.

დღის რეკომენდაციები:

დღე სასიკეთოა სიყვარულისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, მეგობრული კონტაქტებისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის, მკურნალობის დასაწყებად. კარგი დღეა ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ხელოვნების ნიმუშების, ავეჯისა და მუსიკალური აპარატურის შესაძენად. არ არის რეკომენდებული უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. დღევანდელი სიზმრები ცუდს არაფერს მოასწავებენ.

ჯანმრთელობა:

დღეს ეფექტურია კბილების, გრძნობათა ორგანოების მკურნალობა, ასევე კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება.

სუსტდება თირკმელები, ენდოკრინული სისტემა, ყელის არე და კანი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. მოერიდეთ სითხის ჭარბად მიღებას, მარილიან კერძებს, თხილს და სხვა ალერგიულ პროდუქტებს.

დღის მინერალები და ფერები:

კოსმიური ენერგიების მოზიდვისა და შესაძლებლობების გასაზრდელად გამოიყენეთ ნეფრიტი ლაზურიტი, ჟადეიტი და საფირონი. ტანსაცმელში ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე და ვერცხლისფერი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში) საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე ძალიან კარგია ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბულია კირჩხიბის, თხის რქისა და ქალწულის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები