LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

130
მიხეილ ცაგარელი

საკმაოდ რთული და მძიმე დღეა. გრძელდება გეომაგნიტური დღეები – მზის ქარიშხლები დიდ პრობლემებს უქმნის ადამიანების გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რის გამოც აუცილებელია წნევისა და გუნება-განწყობის კონტროლი.

დღეს ერთდროულად ემთხვევა ახალმთვარეობა და მზის დაბნელება (მზისა და მთვარის ენერგიების შეერთება ლომის ზოდიაქოში), რაც საკმაოდ მძიმე კოსმიური ენერგიის მატარებელია. ეს მოვლენა საგრძნობლად ზრდის ადამიანებში აგრესიას, დეპრესიას, კონფლიქტებს, შეცდომების დაშვების ტენდენციასა და სხვადასხვა სახის ცდუნებებს. მოიმატებს ზედმეტი ამბიციები, ამპარტავნება, სიზარმაცე, ეგოიზმი, ჯანმრთელობის გაუარესებისა და ტრავმების მიღების რისკი. იყავით მაქსიმალურად ფრთხილად, ყურადღებით, ნუ აყვებით პროვოკაციებს, აკონტროლეთ ემოციები და გაუფრთხილდით გულს.

დღის რეკომენდაციები:

ნუ დაიწყებთ ახალ და სარისკო საქმეებს, ნუ აწარმოებთ მოლაპარაკებებს. დღეს დიდია შეცდომების დაშვების, ადეკვატურობის დაკარგვისა და მოტყუების ალბათობა – შესაძლოა რამეზე შეთანხმდეთ, მაგრამ მოგვიანებით ამ შეთანხმებამ არ იმუშაოს.

არ ვარგა ყიდვა-გაყიდვა, ფულის სესხება/გასესხება, ფინანსური გარიგებები, სხვა შეთანხმებების დადება, საცხოვრებლის (ბინის) შეცვლა, ნიშნობა, დაქორწინება, ბიზნესის დაწყება, პირობის მიცემა ან დარღვევა, ხელმძღვანელთა კრიტიკა და პრეტენზიების გამოხატვა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ილოცეთ და დალოცეთ ყველანი. დღე კარგია (ზომიერების ფარგლებში) კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის.

ჯანმრთელობა:

სუსტდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და ხერხემალი. დღეს ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) არ არის სასურველი. მოერიდეთ საუნას, სოლარიუმს, აბანოს, ზედმეტ ნერვიულობას, ფიზიკურ გადაღლასა და სიმძიმეების აწევას, რადგან ეს ძალიან ცუდად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. მოერიდეთ ხორცის კერძებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებას.

დღის მინერალები:

მინერალებიდან გამოიყენეთ მარგალიტი, გიშერი, ბრილიანტი, სერდოლიკი და ქარვა. ეს ქვები დღეს მაქსიმალურად დაიცავს თქვენს აურას და ენერგეტიკულ მთლიანობას ავი თვალისგან.

ზოდიაქოს ნიშნები: დღე კარგია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზების ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები