LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ პოლიციისთვის 727 ცხენისძალიანი საპატრულო ავტომობილი შექმნა

2628
ქირიას NEWS შაბლონი (1)

BMW-ს სპორტულმა ქვედანაყოფმა BMW M გერმანიის პოლიციისთვის უჩვეულო საპატრულო ავტომობილი შექმნა – მაღალი წარმადობის უნივერსალი M5 Touring. ამ ეტაპზე ავტომობილი მხოლოდ საჩვენებელი ეგზემპლარია, თუმცა კომპანია არ გამორიცხავს მის სერიულ წარმოებას, თუ პოლიციისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან საკმარისი მოთხოვნა იქნება.

პროექტი BMW M-ისა და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების განვითარების გუნდების თანამშრომლობით განხორციელდა. BMW-ს ქარხნის ტერიტორიაზე პოლიციისა და საგანგებო სამსახურების მანქანები ხშირად გვხვდებოდა, თუმცა მათ განვითარებაში BMW M-ის მონაწილეობა ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად იყო ცნობილი. კომპანიამ გადაწყვიტა, ეს ორი მიმართულება ერთ ავტომობილში გაეერთიანებინა.

M5 Touring-ს გერმანიის პოლიციის ავტომობილებისთვის დამახასიათებელი თეთრი, ლურჯი და ყვითელი ამრეკლავი შეფერილობა აქვს. სახურავზე კი დაბალი პროფილის სპეციალური ციმციმები დამონტაჟდა, რაც ჰაერის წინააღმდეგობას ამცირებს.

მიუხედავად საპატრულო იერსახისა, ავტომობილი ჯერ სრულფასოვანი საპატრულო მანქანა არ არის. მას აკლია პოლიციისთვის საჭირო გარკვეული აღჭურვილობა, უკანა კარებზე ბავარიის დროშის ნაცვლად BMW-ს ლოგოა გამოსახული, სალონში კი წითელ-შავი სპორტული სავარძლებია შენარჩუნებული. BMW-ში განმარტავენ, რომ საჩვენებელი ავტომობილი რეალური სამსახურისთვის ჯერ მზად არ არის.

ავტომობილის მთავარი უპირატესობა მისი ტექნიკური შესაძლებლობებია. M5 Touring აღჭურვილია 4,4 ლიტრიანი, ორმაგი ტურბო დაბერვის მქონე V8 ძრავითა და ელექტროძრავით. ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 727 ცხენის ძალას, მაქსიმალური ბრუნვის მომენტი კი 1 000 ნმ-ს აღწევს. უნივერსალი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 3,6 წამში აჩქარდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები