LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

178
მიხეილ ცაგარელი

12 აგვისტოდან შევედით დაბნელებების დერეფანსა და დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. ეს ტენდენცია 28 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება, ამიტომ ამ პერიოდში ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღებით, რადგან მოიმატებს ადეკვატურობის დაკარგვის, ცდუნებების და შეცდომების დაშვების ტენდენცია. გაუფრთხილდით ჯანმრთელობასა და ურთიერთობებს, რათა წლის ეს მნიშვნელოვანი „საგამოცდო პერიოდი“ მშვიდობიანად გაიაროთ და არ დაუშვათ შეცდომები, რომლებიც უარყოფით კვალს დატოვებს თქვენი განვითარების მინიმუმ ექვსთვიან პერიოდზე.

ამასთან, დღეს ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს, ღამის 01:00 საათიდან დაიწყება და 18:21 საათამდე გაგრძელდება უკურსო მთვარის პერიოდი, რა დროსაც როგორც უკვე იცით, იმატებს უყურადღებობა და გაფანტულობა. ამან კი შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმები და ავარიები, რის გამოც მძღოლებსა და ქვეითებს ორმაგი ყურადღება მართებთ, რათა რაიმე სახის პრობლემები არ წარმოიქმნას.

დღის რეკომენდაციები:

დღის განმავლობაში დაიცავით წესები და კანონები – მაღალია დაჯარიმების ალბათობა. შეინახეთ თქვენი გეგმები საიდუმლოდ. დღეს სასიკეთოა ახალი ნაცნობობა, ფინანსურ-საბანკო ოპერაციები, სწავლა, ვაჭრობა, აუდიტი, დალაგება-დასუფთავება და ქიმწმენდა.

დღე ხელს უწყობს შემოქმედებით მუშაობას, კოსმეტიკურ პროცედურებს, კულტურულ-გასართობ ღონისძიებებსა და საიუბილეო საღამოებს. მოერიდეთ კრიტიკას, დაუსაბუთებელ კამათს და გადამეტებულ პირდაპირობას, რადგან ეს გამოიწვევს გაღიზიანებასა და კონფლიქტს.

არ არის რეკომენდებული – ქორწინება, გამოცდების ჩაბარება, წყლის ტრანსპორტით მგზავრობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ახალი და განსაკუთრებით სარისკო საქმეების წამოწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები შემდგომში არ ახდება.

ჯანმრთელობა:

დღის განმავლობაში ეფექტურია ლიმფური და ნერვული სისტემების, თვალებისა და ფეხების მკურნალობა. სამაგიეროდ, სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ყელი, კუჭქვეშა ჯირკვალი და თირკმელები. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.

დღის მინერალები და ფერები:

კოსმიური ენერგიების მოზიდვისა და ნეგატივისგან დასაცავად გამოიყენეთ ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, ნეფრიტი, ლაზურიტი და ჟადეიტი. ხოლო ტანსაცმელში ლურჯი, ცისფერი, მწვანე, ბეჟი, ყვითელი და ნარინჯისფერი ტონები გაძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

ყველაზე კარგია დღევანდელი დღე კირჩხიბისა და თხის რქას ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია მერწყულის ნიშნისთვის, რომელსაც მეტი ყურადღება მართებს საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები