LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

108
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია. გუშინდელი ახალმთვარეობისა და მზის დაბნელების შემდგომ დღესაც კვლავ მაღალია პროვოკაციების ტენდენცია, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მზის გეომაგნიტური ქარიშხლები იწვევს წნევის ცვალებადობას, თავის ტკივილს, უგუნებობასა და საერთო დისკომფორტს. აუცილებლად გამოიძინეთ, გამოიყენეთ პროფილაქტიკური მედიკამენტები და მეტი დაისვენეთ.

ამავდროულად, განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდები: პირველი მონაკვეთი დაიწყება ღამის პირველ საათზე და გასტანს 14:20 საათამდე, ხოლო მეორე – გვიან ღამით, 23:25 საათიდან მომდევნო დღის 01:00 საათამდე გაგრძელდება. ამ დროს მოიმატებს გაფანტულობა და უყურადღებობა, რამაც შესაძლოა იოლად გამოიწვიოს ტრავმები და ავარიები. მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს გაორმაგებული ყურადღება მართებთ.

ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა – პლანეტა იუპიტერი (გამარჯვების, გაფართოებისა და ასე ვთქვათ, საყოველთაო ბედნიერების მმართველი) გადადის ლომის ზოდიაქოს მე-10 გრადუსში. ეს თითქმის ერთწლიანი პერსპექტივის მოვლენაა – ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა სერიოზულად დაწინაურდეს, სათავეში ჩაუდგეს ქვეყანას თუ დიდ ორგანიზაციას და დიდ წარმატებას მიაღწიოს. თუმცა, სხვადასხვა რანგის ლიდერებს ელოდებათ სერიოზული კოსმიური გამოცდა. ლომის მე-10 გრადუსი მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს ხელმძღვანელების მხრიდან, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების, კონფლიქტებში ჩართვის, თანამდებობების დაკარგვისა და ჩამოქვეითების ალბათობა.

დღის რეკომენდაციები:

დღე ზოგადად ეხმარება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. გუშინდელი დაბნელების შემდეგ ნუ აჰყვებით ემოციურ გაღიზიანებას, ჯერ კიდევ მაღალია გადაღლის, ტყუილებისა და ილუზიების ალბათობა. ძველი, კარგად გააზრებული და პოზიტიური იდეების გახსენება და განვითარება წარმატებას მოგიტანთ, თუმცა გადაწყვეტილებების მიღება დღეს შესაძლოა ოდნავ გაჭირდეს.

მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ხელშეკრულებების გაფორმებას, საცხოვრებლის (ბინის) შეცვლას, ნიშნობასა და ქორწინებას. ასევე მოერიდეთ ცხოველებით ვაჭრობას, ყურების გახვრეტასა და ხელმძღვანელების კრიტიკას.

დღე სასიკეთოა ბავშვთა ღონისძიებებისთვის, კულტურულ-გასართობი შეხვედრებისთვის, იურიდიული საქმიანობისთვის, მეგობრული კონტაქტებისთვის, მშენებლობისთვის, აუდიტისთვის, დალაგება-დასუფთავებისა და დიეტის დასაწყებად. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები შემდგომში აუცილებლად ახდება. გაითვალისწინეთ, რომ დღის მეორე ნახევარში (14:00 საათის შემდეგ) არ არის სასურველი გამოცდების ჩაბარება.

ჯანმრთელობა:

სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ხერხემალი, ნაწლავთა სისტემა, ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი. ამ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. კვების რაციონში მეტად ჩართეთ ბოსტნეული, წვნიანები, თაფლი და მაწონი (იოგურტი) – ეს ძალიან კარგად იმოქმედებს ორგანიზმზე და აღადგენს იმუნიტეტს.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და შანსების მოსაზიდად მინერალებიდან გამოიყენეთ ბრილიანტი, ქარვა, სერდოლიკი, ყვითელი იასპი და მალაქიტი. ფერები, რომლებიც მიმზიდველობასა და შარმს აძლიერებს, არის ბორდოსფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი, ცისფერი და მწვანე ტონები.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე კარგია ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ვერძისა და ტყუპების ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები