ზედიზედ მეხუთე გეომაგნიტური დღეა. დედამიწაზე არსებული მზის აფეთქებები და გეომაგნიტური დაძაბულობა უარყოფითად მოქმედებს ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე. განსაკუთრებით უჭირთ ასაკოვან ადამიანებს. სხეულში დისკომფორტის შეგრძნებისას აუცილებლად გაზომეთ წნევა და ჩაიტარეთ შესაბამისი პროფილაქტიკა.
ამასთან, მთელი დღის განმავლობაში, 01:00 საათიდან 24:00 საათამდე, გვექნება უკურსო მთვარის პერიოდი. ეს მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას მძღოლებისგან, ქვეითებისგან და ყველასგან, ვინც სარისკო საქმიანობაშია ჩართული, რადგან მკვეთრად მოიმატებს გაფანტულობა და უყურადღებობა, რაც ტრავმებისა და ავარიების მიზეზი შეიძლება გახდეს.
დღის რეკომენდაციები:
დღე კარგია საყოფაცხოვრებო საგნების შესაყიდად. დღეს მოიმატებს ხასიათში შრომისუნარიანობა, ორგანიზებულობა, დისციპლინა, მოთმინება, წესრიგისა და სისუფთავისკენ სწრაფვა. შეძლებთ სხვები თქვენი იდეის სისწორეში დარწმუნოთ. ასევე მოსალოდნელია ფარული ცოდნისა და დროული რჩევების მიღება. მოერიდეთ პარტნიორებთან ზედმეტ კრიტიკას, პრეტენზიულობასა და გადამეტებულ პირდაპირობას, რადგან ეს გააღიზიანებს გარშემომყოფებს.
დღეს სასიკეთოა ფინანსურ-საბანკო ოპერაციები, აუდიტი, თმის შეჭრა (ეს ხელს შეუწყობს თმის ზრდას), დალაგება-დასუფთავება.
რთული და ნეგატიურია ეს დღე სიყვარულისა და ქორწინებისთვის, მეგობრული კონტაქტებისა და ახალი ნაცნობობისთვის, გამოცდების ჩაბარებისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. დღევანდელ სიზმრებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას.
ჯანმრთელობა:
ეფექტურია თვალების, ფეხების, ნერვული და ლიმფური სისტემების მკურნალობა. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, თირკმელები და ელენთა. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.
დღეს ნუ გადატვირთავთ ორგანიზმს ჭარბი საკვებით, სხეული თვითწმენდის რეჟიმშია. ჩართეთ რაციონში თევზი და ბოსტნეული, რაც გააძლიერებს იმუნიტეტს.
დღის მინერალები და ფერები:
კოსმიური ენერგიების მოზიდვისა და ცოდნის გაღრმავებისთვის გამოიყენეთ ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი და ონიქსი. ტანსაცმელში ყვითელი, ბეჟი, ნაცრისფერი, მწვანე და ნარინჯისფერი ტონები გაძლიერებენ მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე კარგია კუროს და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ლომისა და სასწორის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით ხასიათდება.