LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3984
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგიური კუთხით საკმაოდ მძიმე დღეა – ერთდროულად ემთხვევა სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება თევზებისა და ქალწულის ზოდიაქალურ ღერძზე. ცის კაბადონზე მზისა და მთვარის ენერგიათა დაპირისპირება ხდება.

დღე გეომაგნიტურია, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და სისხლის წნევას. ეს ასტროლოგიური მოვლენები განაპირობებს ტრავმულ-ავარიულ ტენდენციებს, აგრესიას, დეპრესიულ განწყობას, კონფლიქტებს, ცდუნებებს, შეცდომების დაშვებასა და ჯანმრთელობის გაუარესებას. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს.

ამასთან, 20:15 საათიდან ღამის 01:00 საათამდე გასტანს ე.წ უკურსო მთვარის პერიოდი. ამ დროს ყურადღება მკვეთრად დუნდება, რაც ტრავმების, ავარიებისა და კონფლიქტების ხშირი მიზეზი ხდება. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მძღოლებსა და ქვეითებს.

დღის ზოგადი ტენდენციები:

მოერიდეთ ზედმეტ კრიტიკულობას, პირდაპირობასა და მეწვრილმანეობას. ნუ გასცემთ დაპირებებს, მოერიდეთ ტყუილსა და საიდუმლო საქმეებსა თუ სიყვარულს – ფარული ინფორმაცია დღეს ადვილად გამოაშკარავდება და სერიოზულ უსიამოვნებებს მოგიტანთ. გაითვალისწინეთ, კომპიუტერებთან და ტექნოლოგიებთან მუშაობისას მოსალოდნელია სხვადასხვა სახის შეფერხებები და პრობლემები.

დღის რეკომენდაციები:

ეცადეთ დღე მშვიდად გაატაროთ. სასიკეთოა პატიებისთვის, შერიგებისთვის, საკუთარი შეცდომების გაანალიზებისა და მათი გამოსწორებისთვის.

არ არის რეკომენდებული ავია-მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება, თანხის სესხება-გასესხება, ახალი ფეხსაცმლის ყიდვა ან პირველად ჩაცმა, ექოსკოპიის გაკეთება, სამედიცინო გამოკვლევები და ანალიზების ჩაბარება, ალკოჰოლური სასმელების მიღება, ქორწინება და სასამართლო პროცესები.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ტერფების ზონა, მხედველობა, ნერვული და ლიმფური სისტემები. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე დადებითია ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბულია ვერძის, ტყუპებისა და მერწყულის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები