18 წლის უნგრელმა ბიჭმა 2019 წელს საუკეთესო გოლი გაიტანა ფიფას ვერსიით და მესისაც კი აჯობა.
The Best FIFA Football Awards ცერემონიაზე წლის გოლის ავტორი დაასახელეს.
„დებრეცენის“ ფორვარდი დანიელ ჟორი – სწორედ მას გაუტანია ულამაზესი გოლი 2019-ში. თებერვალში „ფერენცვაროშს“ მაკრატელა შეუსრულა. ეს გოლი 93-ე წუთზე გავიდა და „დებრეცენმა“ 2:1 მოიგო.
?? Daniel Zsori wins the Puskas award thanks to this incredible goal for Debrecen!
? Bare in mind he was 18, making his senior debut against the league's leaders and it came in stoppage time…#TheBest #FIFAFootballAwardspic.twitter.com/gtBdZmeWNb
— Sporting Life Football (@SportingLifeFC) September 23, 2019
დანიელმა ხმის მიცემაში გაასწრო ლიონელ მესის და ხუან კინტეროს. მესის „ბეტისთან“ გატანილი გოლი იყო გამოტანილი, კინტერო კი „რივერ პლეიტის“ მოთამაშეა და ლამაზად „რასინგს“ გაუტანა.
წლევანდელ სექტემბერში ჟორი „დებრეცენიდან“ „ფეჰერვარში“ გადავიდა.
საუკეთესო გოლს ხმას აძლევდნენ ფიფას ოფიციალურ საიტის მომხმარებლები. მათ საუკეთესო გოლი ათი ფინალისტიდან აირჩიეს. ხოლო ფინალური სამეულიდან საუკეთესო უკვე ორგანიზაციის 10 ექსპერტმა შეარჩია.