LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

181 და 46 – ეს რეკორდია: რონალდომ წარმოუდგენელი რეკორდები დაამყარა

35
61620a2d47aba.image

პორტუგალიამ ამხანაგურ შეხვედრაში 3:0 დაამარცხა ყატარი.
ერთი გოლი კრიშტინო რონალდომ გაიტანა.
ამრიგად 36 წლის პორტუგალიელმა 46 ქვეყნის ნაკრებს გაუტანა გოლი, რაც რეკორდია.

37-ე წუთზე გატანილი გოლი 112-ეა რონალდოსთვის ეროვნულ ნაკრებში – მან მსოფლიო რეკორდი განაახლა.
ისე კი, წელს კრიშტიანომ ნაკრების 11 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

ამასთან, რონალდომ 181-ე მატჩი ჩაატარა ეროვნულ გუნდში. მან ესპანელი სერხიო რამოსის ევროპულ ნაკრებებში ჩატარებული მატჩების რეკორდი გააუმჯობესა.

მსოფლიო რეკორდი სო ჩინ აუნს ეკუთვნის, რომელმაც 1969-1984 წლებში მალაიზიის ნაკრებში 195 მატჩი ითამაშა.
არც ამ რეკორდამდეა შორი, რონალდო ამასაც შესწვდება.

რეკორდებზე კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა:
„რეკორდები რაღაც დიდებულია, მაგრამ რომლებიც ნაკრებთანაა დკავშირებული განსაკუთრებულია. 181 მატჩი – 181 სიამაყის საბაბია. ხოლო 46 სხვადასხვა ქვეყნის კარში გატანილი გოლი – ის არის, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი“, – დაწერა ტვიტერზე ჯადოქარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები