LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1958 Plymouth Fury – „Christine”

107
1958 Plymouth Fury - „Christine”

სტივენ კინგის 1983 წლის რომანში და ჯონ კარპენტერის ფილმის ვერსიაში, ნერვიული არნი კანინგემი (კიტ გორდონი) ყიდულობს იდუმალ და მიმზიდველ 1958 წლის Plymouth Fury-ს, წითელ “ქრისტინას” სახელით ცნობილ მანქანას. თუმცა, მას შემდეგ, რაც არნი ადგილობრივ ავტოფარეხში მანქანის მოვლას იწყებს, მისი ქცევა საშიშ ცვლილებებს ავლენს – მასში მოულოდნელად ჩნდება გადაჭარბებული თავდაჯერებულობა და ამპარტავნობა.

უფრო მეტიც, ქრისტინას ირგვლივ სიკვდილი დაჰყვება და ის თითქოს ზედმეტად იცავს თავის ახალ პატრონს. ამ შემზარავ ამბავში, რომელიც ბიჭის კაცობრიობისკენ გზას ცხადყოფს, ოცნება ლამაზი მანქანის ყოლაზე ნელ-ნელა კოშმარად იქცევა.

სწორედ ამიტომ, ამ შთამბეჭდავი ფილმისა და ეკრანიზაციის წყალობით, დღევანდელი ავტოსთორის თემა სწორედ 1958 წლის პლიმუთია.

Plymouth Fury არის ავტომობილის მოდელი, რომელიც Plymouth-მა 1955 წლიდან 1989 წლამდე აწარმოა. ის პირველად 1956 წლის მოდელების ხაზში გამოჩნდა, როგორც Plymouth Belvedere-ის ქვესერია და 1959 წლისთვის გადაიქცა ცალკე სერიად, ერთი დონით მაღლა იმდროინდელ Belvedere-ზე. Fury იყო სრული ზომის ავტომობილი 1959 წლიდან 1961 წლამდე, შემდეგ კი საშუალო ზომის 1962-1964 წლებში, კვლავ სრული ზომის 1965-1974 წლებში, და ისევ საშუალო ზომის 1975-1978 წლებში. მოკლედ მზის სისტემის პლუტონივით ემართებოდა. ჰეჰე.

1975-1977 წლებში Fury იყიდებოდა სრული ზომის Plymouth Gran Fury-ს გვერდით. 1978 წელს B-კორპუსის Fury გახდა ყველაზე დიდი Plymouth, მაგრამ 1979 წლისთვის დიდი ზომის Plymouth აღარ იწარმოებოდა. ეს პროდუქტის ხარვეზი შეივსო 1980 წელს R-კორპუსის Gran Fury-ით და 1982 წელს M-კორპუსის Fury-ით. უკანასკნელი V8 ძრავით, უკანა წამყვანი ბორბლებით Plymouth Fury-ის წარმოება დასრულდა ვისკონსინში, კენოშას ძირითადი ქარხანაში, 1988 წლის 23 დეკემბერს. განსხვავებით მისი და-ბრენდისგან, Dodge-ისგან, Plymouth-ს აღარ ეწერა დიდი ზომის V8/უკანა წამყვანი ბორბლებით სედანის აღორძინების ხილვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები