1968 წლის სპორტქარი Ford Mustang, რომელიც სტივ მაქქუინთან ერთად ” Bullitt”-ში მონაწილეობდა, მექსიკის უდაბნოში, ნაგავსაყრელზე იპოვეს. როგორც საიტი Hot Rod Network წერს, ამჟამინდელი მფლობელი ჰიუგო სანჩეზი თავდაპირველად ”ელეონორის” რეპლიკის გაკეთებას გეგმავდა, თუცა მას შედეგ რაც ავტომობილის ისტორია მოისმინა, გადაიფიქრა.
”Bullitt”-სთვის სულ ორი ”მუსტანგი” ააწყვეს, გადაღებების შემდეგ ერთი მათგანი სტუდია Warner Brothers-ის თანამშრომელმა რობერტ როსმა შეიძინა, შემდეგ კი ნიუ ჯერსის დეტექტივმა ფრენკ მარანკმა იყიდა. 1974 წელს ავტომობილმა მფლობელი ისევ შეიცვალა, რომლის სახელიც არ ხმაურდება. 1977 წელს ავტომობილის შეძენის სურვილი თავად მაქქუინმა გამოთქვა, თუმცა უარი მიიღო.
რაც შეეხება მეორე ”მუსტანგს”, დღემდე მიიჩნეოდა, რომ ავტომობილი განადგურებული იყო. სანჩეზმა თეთრი ”მუსტანგი” ნაგავსაყრელზე იპოვა და სახელოსნოში გადაიტანა, სადაც ავტომობილის VIN-ნომერის მიხედვით მისი ისტორია გაირკვა და სახელოსნოს უფროსმა რალფ გარსიამ მისი ”ელეონორად” გადაკეთება გადააფიქრებინა. ნაცვლად ამისა, სპორტქარი ორიგნალ მდგომარეობამდე აღდგება.
ავტომობილის ნამდვილობა აუქციონ Barrett-Jackson-ის ექსპერტმა და ”ფორდების” მცოდნე კევინ მარტიმ დაადასტურეს. გარსიას განცხადებით ავტომობილი არ იყიდება, თუმცა კერძო კოლექციონერებისგან წინადადებები უკვე წამოვიდა.