ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგულ მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება 22:16-ზე და გაგრძელდება ღამის პირველ საათამდე. ამ ინტერვალში მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს განსაკუთრებით სიფრთხილე მართებთ, რადგან ყურადღების მოდუნებამ შეიძლება ტრავმული და ავარიული შემთხვევები გამოიწვიოს.
დღის რეკომენდაციები – დღის განმავლობაში საჭიროა ყურადღება, რათა გაურკვეველ სიტუაციებში არ აღმოჩნდეთ. ადამიანები მეტად მონატრებულნი იქნებიან სიცოცხლისუნარიანობასა და კომუნიკაციას, რაც პოზიტიურ ნაყოფიერებას შესძენს ურთიერთობებს. თუმცა, რეალობის მკაფიო გაცნობიერება აუცილებელია – ნუ დაეყრდნობით ფანტაზიებსა და ილუზიებს, სჯობს მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით იმოქმედოთ.
დღის პოზიტიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია სარემონტო სამუშაოებისთვის, ბინის შეცვლისა და რეფორმატორული საქმიანობისთვის.
პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობებში მოერიდეთ ზედმეტ საუბარსა და ფორიაქს. მეგობრულ წრეში საიდუმლო შესაძლოა ვერ შეინახონ და შემდგომში თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ. იუმორი ყველა გარემოში სათანადოდ ვერ აღიქმება, ამიტომ ამ კუთხით სიფრთხილე გმართებთ. მოუსმინეთ უფროსი თაობის, განსაკუთრებით კი ქალების რჩევებს, მათ შორის დედებისას.
ჯანმრთელობა – ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მკურნალობა. თავი აარიდეთ დიდხანს ფეხზე დგომას – სჯობს სიარული. მოერიდეთ თვალების გადაღლას და ზედმეტ დატვირთვას. დღეს სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა, ვენების ზონა და ფეხის კუნთები, ამიტომ ფრთხილად იყავით გადაღლისა და გადატვირთვისგან.
დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან სასიკეთო გავლენას ახდენს: აქვამარინი, საფირონი, ცირკონი, ლაბრადორი და ციტრინი. ეს ქვები მოიზიდავენ თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებსა და გააძლიერებენ თქვენს ცხოვრებისეულ შესაძლებლობებსა და შანსებს.
ფერებიდან პოზიტიურია: ნეონისფერი, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი და ცისფერი. ისინი მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე წარმატებულია ლომის, სასწორის და მერწყულისთვის. შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბისა და მორიელისათვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით ხასიათდება.