Facebook-ზე 500 Plus HP For Sale-ის გვერდზე ფოტოები გამოქვეყნდა, სადაც 1980-იანი წლების სედანის Volvo 240-ისა და მესამე თაობის Kia Optima-ს შეჯახებაა ასახული, რომლის აწყობაც 2015 წელს შეჩერდა. ფოტოებს ასეთი წარწერა აქვს: „Volvo-ს მოკვლა შეუძლებელია“.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, უკანა მხრიდან შეჯახების შედეგად Volvo პრაქტიკულად არ დაზიანებულა, მხოლოდ ბამპერის დეკორატიული ფენა გატყდა, რაც შეეხება კორეულ სედანს, მას შეერყა ბამპერი, გაუტყდა ფარები, დაზიანდა რადიატორი, კაპოტი და ძარის სხვა დეტალები.




