შავ-თეთრი ფოტოების ოსტატმა პიტერ ლინდბერგმა, რომელმაც თავის დროზე 90-იანი წლების სუპერმოდელები – ლინდა ევანგელისტა, ნაომი კემბელი, სინდი კროუფორდი, ჰელენა კრისტენსენი და კრისტი ტარლინგტომი გადაიღო 1990 წლის Vogue-ის ცნობილი გარეკანისთვის ახალ პროექტზე მუშაობს.

ლინდბერგმა 25 წლის შემდეგ ისევ მოუყარა თავი გასული საუკუნის ლამაზმანებს და ორიგინალურ ფოტოპროექტთან ერთად მინი ფილმიც გადაიღო იმ ქალბატონების მონაწილეობით, რომლებიც დღემდე აღაფრთოვანებებნ მსოფლიოს.
