LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 წლის წინ წარმოებიდან მოხსნილი BMW i3 ჯერ ისევ იყიდება

113
bmw

აშშ-ში ჯერ ისევ ყიდიან ახალ ავტომობილებს, რომლებსაც უკვე რამდენიმე წელია აღარ უშვებენ. ერთ-ერთი ასეთია – ელექტროქარი BMW i3,  რომელმაც ამერიკული ბაზარი 2021 წლის ზაფხულში დატოვა და 2022 წელს კონვეიერიდანაც ჩამოვიდა. კომპაქტური ელექტრონული ჰეტჩბეკი ამ წლის გაყიდვების ანგარიშშიც ფიგურირებს: დილერმა ერთადერთი i3 გაყიდა. ეს მოდელი ბოლოს 2022 წლის სტატისტიკაში იყო ნახსენები, როცა 9 ეგზემპლარის რეალიზება მოხერხდა.

BMW i3 8 წელი იყიდებოდა და თან 70-ზე მეტ ქვეყანაში. ეს ბავარიული ბრენდის მეორე სერიული ელექტროქარი იყო და ის მთელ მსოფლიოში 250 ათასზე მეტი ერთეული გაიყიდა. ჰეტჩბეკი მოძრაობაში 170 ძალის ელექტრო ძრავს მოჰყავს, რომელიც 42,2 კილოვატ საათიანი ელემენტით მუშაობს. ევროპაში i3-ს უფრო მძლავრი 184 ძალიანი ვერსიაც იყო ხელმისაწვდომი. ერთი დამუხტვით ელექტროქარს 260-330 კილომეტრის გავლა შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები