LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ პეკინში i3-ის და iX3-ის დაგრძელებული  ელექტრო ვერსიები წარადგინა

117
orig

კომპანია BMW-მ პეკინის ავტოშოუზე ჩინეთის ბაზრისთვის განკუთვნილი BMW i3 სედანისა და BMW iX3 კროსოვერის სპეციალური მოდიფიკაციები წარადგინა. მათი მთავარი განსხვავება ევროპულ ვერსიებთან შედარებით ბორბლებს შორის გაზრდილი მანძილია, თუმცა სიახლეები ამით არ შემოიფარგლება – მოდელები მიიღებენ განახლებულ ინტერიერსა და ლოკალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. სედანისა და კროსოვერის გაყიდვები ჩინეთში მეოთხე კვარტალში დაიწყება.

ორივე ელექტრომობილის შემთხვევაში ბორბლებს შორის მანძილი სამ მეტრს აჭარბებს. ძრავების გამა იგივეა, რაც გლობალურ ბაზრებზე, თუმცა განსხვავებით ევროპისგან, სადაც მონო და სრულამძრავიანი ვერსიები ეტაპობრივად გამოვიდა, ჩინეთში ისინი ერთდროულად წარადგინეს.

კროსოვერი iX3 ხელმისაწვდომი იქნება ორ ვარიანტში:

  • ორ ძრავიანი ვერსია 469 ცხენის ძალით და 645 ნმ ბრუნვით
  • ერთ ძრავიანი, უკანა წამყვანი ვერსია 315 ცხენის ძალით და 500 ნმ-ით

რაც შეეხება i3 სედანს, ამ ეტაპზე ის მხოლოდ ორ ძრავიან ვერსიაში იქნება წარმოდგენილი. ორივე მოდელისთვის გამოცხადებულია 900 კილომეტრზე მეტი სავალი მარაგი (პერსპექტივაში – 1000 კმ-ზე მეტი), თუმცა ეს მაჩვენებლები ჩინეთში გამოყენებული გაზომვის სტანდარტებით არის მიღებული და პირდაპირ ევროპულ მონაცემებთან შედარება რთულია.

ჩინური ვერსიების პროგრამული უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად განახლდა. სისტემაში ინტეგრირებულია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხმოვანი ასისტენტები Alibaba-სა და DeepSeek-ისგან, ასევე დამატებულია Huawei-ის ციფრული ეკოსისტემის მხარდაჭერა, რაც მოწყობილობების შეუფერხებელ ინტეგრაციას უზრუნველყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები