LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 წელიწადში ჩვეულებრივი ავტომობილები აღარ იარსებებენ

39

GM-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ავტომობილების სიკვდილი იწინასწარმეტყველა. ამერიკული ავტოგიგანტის ყოფილი მეთაური, ბობ ლუტცი დარწმუნებულია, რომ სულ რაღაც 20 წელიწადში ავტომობილები აღარ იარსებებენ, უფრო სწორედ კი მათ ჩვეულებრივი ფორმა აღარ ექნებათ. ლუტცს ამის დასტურად ცხენების მაგალითი მოყავს, რადგან ცხენი მთავარი სატრანსპორტო საშუალება მართლაც დიდი ხნის განმავლობაში იყო, შემდეგ კი ის მანქანამ ჩაანაცვლა. ხოლო, ამჯერად ავტოინდუსტრიის განახლების დროც მოვიდა და სტანდარტული მოდელები 15-20 წელიწადში მთლიანად გაქრებიან. ავტოექსპერტი დარწმუნებულია, რომ მათ უპილოტო ავტომობილები, საკმაოდ წარმატებით ჩაანაცვალებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები