LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირლანდიელ მამაკაცს თვითმფრინავმა გაასწრო და ისიც უკან გაეკიდა

177

„გააჩერეთ, გააჩერეთ..“ – ირლანდიელ მამაკაცს თვითმფრინავმა გაასწრო და ისიც უკან გაეკიდა. შემთხვევა დუბლინის აეროპორტში, Ryanair-ის რეისზე მოხდა. 20 წლის მგზავრმა, რომელიც ამსტერდამში უნდა გაფრენილიყო, რეისზე ზედმეტად დააგვიანა. მან თვითმფრინავში მოხვედრა ყველა გზით სცადა, თუმცა გასასვლელი უკვე დახურული იყო და მის მცდელობას აზრი არ ქონდა. თუმცა, ახალგაზრდას ხელი არ ჩაუქნევია, ტერმინალი ჩუმად გაიარა, საფრენ ბილიკზე გაიქცა და თავის ლაინერს დაედევნა. მგზავრს მაშინვე აეროპორტის თანამშრომლები გაეკიდნენ, დაიჭირეს და პოლიციის მოსვლამდე დაკავებული ყავდათ. ირლანდიელს სავარაუდოდ, საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები