LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის Alpina B7 ტესტდრაივს გადის

62

2016 წლის Alpina B7 პაპარაცებმა ნურბურგრინგის სარბოლო გზაზე გამოიჭირეს. როგორც ჩანს, ავტომობილს მომხმარებელი უკვე ძალიან მალე იხილავს.

სულ ახლახანს BMW-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჯერჯერობით M7-ის დასრულებული ვერსიის წარმოებაში ჩაშვებას არ აპირებდნენ, თუმცა, Alpina-ს სპეციალისტებმა გერმანელებს საკუთარი მოდელი შესთავაზეს. როგორც ფოტოზე ხედავთ, ავტომობილი მცირეოდენი კამუფლაჟით არის დაფარული, მაგრამ ე.წ ვიზუალური ცვლილებები ადვილი შესამჩნევია. გარდა ამისა, ავტომობილი განახლებულ გამონაბოლქვის სისტემით აღიჭურვება. შესაბამისად ის ბევრად შთამბეჭდავი და სპორტული იქნება.

ავტომობილი 4.4 ლიტრიანი Twin-TurboV8 ტიპის ძრავით იქნება წარმოდგენილი, რომლის სიმძლავრე 600 ცხენის ძალაა და 100კმ/სთ-ს 4 წამში ანვითარებს, რაც საკმაოდ მიმზიდველად ჟღერს.

კომპანია Alpina ავტომობილს ჟენევის ავტოშოუზე 2016 წლის მარტში წარადგენს.

 

2016-alpina-b7-spy-photo-1

2016-alpina-b7-spy-photo-2

2016-alpina-b7-spy-photo-3

2016-alpina-b7-spy-photo-4

2016-alpina-b7-spy-photo-5

2016-alpina-b7-spy-photo-6

2016-alpina-b7-spy-photo-7

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები