LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის ყველაზე ლამაზი ველოსიპედები

428

2016 წელს ველოსიპედის ბევრი ლამაზი, განსხვავებული და გამორჩეული მოდელი შეიქმნა, რომელიც აღნიშვნას იმსახურებს.

ველოსიპედების მოყვარულთათვის და არა მხოლოდ მათთვის…

,,ავტორადიო’’  გთავაზობთ,  ნეოკლასიკური სტილიდან დაწყებული საბავშვო სამბორბლიანი ველოსიპედებით დამთავრებული, ყველაზე ორიგინალურ ნუსხას ფოტოებით.

 

The Archont / მწარმოებელი – Ono Bikes
ფასი: $10,000

Archont-ის ავტორია Ono Bikes-ი, მოდელი ძალიან ჩამოჰგავს Schwinn Stingray-სა და Calder Mobile-ს მისი ფრანგული ხვეული დიზაინით. ველოსიპედი 3 მეტრი სიგრძისაა და დამზადებულია პრემიუმ მატერიალით. Archont-ის თითქმის ყველა მოდელს ხელით შესრულებული დეტალები და წარმოუდგენლად გამძლე ლითონით დამზადებული ჩონჩხი აქვს, რაც მისი საბაზრო ღირებულების შესაბამისია.

The Super 73 / მწარმოებელი – Lithium Cycles
ფასი: €2,999

ელექტრო ველოსიპედებში ამ მოდელს ნამდვილად ღირსეული ადგილი უკავია. კალიფორნიული ბრენდი Lithium-ი ბაზარს ახალი მოდელებით იპყრობს. ერთ-ერთი ყველაზე ბოლო მოდელია – The Super 73, მისი სიჩქარე 27 მილი/სთ-ია, ხოლო Li-ion ბატარეების წყალობით, სრულად დატენვის შემთხვევაში მოდელს 20 მილის გავლა შეუძლია.

The Volata / მწარმოებელი – Volata Cycles
ფასი: $3,499

Volata Cycles-მა ნამდვილი შედევრი წარმოადგინა. 21 საუკუნის ყველა თანამედროვე ტექნოლოგია – GPS ნავიგაცია, ავტომატური განათება და ელექტრონული სამუხრუჭე სისტემა ყველა ის მახასიათებელია, რითაც ახალი The Volata-ა წარმოდგენილი.

The Electric Juggernaut / მწარმოებელი – Rungu
ფასი: $4,299

20 მილის/სთ სიჩქარის მქონე, სრული დატენვის შემთხვევაში 20 მილის გავლის შესაძლებლობით, მოდელი ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას ამ კლასში. სამ-ბორბალა გამძლე ლითონის ჩონჩხითაა წარმოდგენილი. ველოდიპედით გადაადგილება თითქმის ყველა ტიპის გზაზეა შესაძლებელი.

The Sladda / მწარმოებელი – Ikea
ფასი: $599

Ikea-ს მიერ შექმნილი Sladda – ახალი სიტყვაა ველობაზარზე. უტილიტარისტული სტილი და ამავე დროს თანამედროვეობასთან ადაპტირებული დიზაინი ამ მოდელის სახასიათო შტრიხებია. კომპანია აღნიშნულ მოდელს 10 წლიანი გარანტიით ჰყიდის. მისი მთავარი ღირსებაა 100 ფუნტამდე ტვირთის გადატანის შესაძლებლობა, რომელიც დამატებითი მისამაგრებელი მოწყობილობითაა შესაძლებელი. მინი-სატვირთო ნაწილს კომპანია ცალკე ჰყიდის.

The G3 / მწარმოებელი – GoCycle
ფასი: $4,500

ელეგანტური, ძალიან კარგი ორბორბალა, რომელიც გარეგნულად არაფრით გამოირჩევა, თუმცა მთავარი მისი შესაძლებლობები. 20 მილი/სთ სიჩქარის მქონე ,,ბაიკი’’, ბატარეის სრულად დატენვის შემთხვევაში, 50 მილს გადის.

The Ready Made Road OG1 / მწარმოებელი: Speedvagen
ფასი: $5,385

Speedvagen-ის ახალი მოდელი ძირითადად განკუთვნილი რალისთვის. ბრენდი – Speedvagen, როგორც წესი, სწორედ ამ ხაზის ველოსიპედებს აწარმოებდა წლების განმავლობში. წელს, კომპანიამ OG1-ის წარდგენისას მსგავსი ანოტაცია გააკეთა: მინიმალისტური, სტანდარტული დიზაინის მქონე ველოსიპედი, ერთნაირად გამოადგება ჩვეულებრივ და სპორტსმენ მყიდველს.

The Tribel Gran Tourismo / მწარმოებელი – Smikeson
ფასი: €375-€595

გერმანელი ინჟინრების მიერ შექმნილი ეს ტრიციკლი, ნამდვილად იმსახურებს საპატიო ადგილს ამ სიაში, რადგან Smikeson-ის მიერ დამზადებული ეს ,,ლამაზმანი’’ ალუმინის გამძლე ხიდისა და ელეგანტური საჭის მოყვანილობით, ნამდვილად არ ჩამოუვარდება მასზე გაცილებით ძვირადღირებულ ტრიციკლებს.

The Cogy Wheelchair / მწარმოებელი – Tess Co
ფასი: ¥329,000-¥370,000

როცა ცხოვრებისეული ტრაგედიებით ადამიანები შშმ პირები ხდებიან, როცა გადაადგილება მათი ერთადერთი ნატვრა ხდება, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის Tess Co-მ არაჩვეულებრივი ველოსიპედი შექმნა, მოდელი, რომელიც ნებისმიერი სირთულის შეზღუდვას საპირისპიროდ გადააქცევს. მოდელს შეუძლია წინ და უკან გადაადგილება მხოლოდ ხელის კონტროლირებადი საჭით.

The PodRide / მწარმოებელი – Mikael Kjellman
ფასი: $2,800

ველომობილი ერთ-ერთი ყველაზე საოცარი მოდელია ამ ეტაპზე მარკეტში. ეს პირველი მოწყობილობაა ამ კლასში, რომელიც ავტომობილისა და ველოსიპედის ფუნქციებს ერთად ითავსებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები