LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (6-12 აპრილი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

4398
მიხეილ ცაგარელი

კვირის პირველი ნახევარი შედარებით ფრთხილ მიდგომას მოითხოვს, თუმცა 8 აპრილიდან დედამიწა დადებით ენერგოველში გადადის. ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის მაღალია ურთიერთგაგების შანსი, იდეების რეალიზაციის პერსპექტივა და წარმატების ფაქტორები.

ვერძი – მთლიანობაში პერიოდი კარგია. თქვენ ახლა „საკუთარ მოედანზე“ ხართ, რადგან მზე თქვენს ნიშანს გადის. ეს თვითრეალიზაციის საუკეთესო პერიოდია. წარმატების შანსები ძალიან მაღალია. კვირის მეორე ნახევარში (8 აპრილიდან) შეძლებთ სიტუაციის უფრო სწორად შეფასებას და ახალი, ნოვატორული იდეების განხორციელებას, რაც მატერიალურადაც გამართლებული იქნება. თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება და კონკურენტებზე აშკარა უპირატესობას მოიპოვებთ. ახალი იდეების რეალიზაციასაც მოახდენთ.

კურო – კუროებს მეტი ყურადღება მართებთ. მიუხედავად იმისა, რომ კვირის მეორე ნახევარი პოზიტიურია, თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, მოერიდეთ გაციებას და ზედმეტი ინფორმაციის გაცემას – თქვენს საიდუმლოებს შესაძლოა თქვენსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. გაითვალისწინეთ, რომ მაღალია კონფლიქტების ტენდენციაც, თუმცა 8 აპრილიდან თქვენი პოტენციალი მოიმატებს, შეძლებთ პოზიციების დაცვას და კრიტიკოსების საკადრისად პასუხს. მთავარია, აკონტროლოთ რა ხდება თქვენს ზურგს უკან. 8 აპრილამდე კი, სჯობს, ყოველდღიური საქმიანობით შემოიფარგლოთ და ცოტა მეტად დაასვენოთ საკუთარი თავი.

ტყუპები – კვირის პირველ ნახევარში შესაძლოა ფინანსურ ან მემკვიდრეობით საკითხებზე კოლეგებთან დაძაბულობა წარმოიქმნას. თუმცა, 8 აპრილიდან ვითარება რადიკალურად იცვლება – მოიმატებს თქვენი ინიციატივა და გონებაგამჭრიახობა. უფრო აქტიური გახდებით. ეს საუკეთესო დროა რეფორმებისთვის, ახალი პროექტებისთვის და იმიჯის ცვლილებისთვისაც კი. სწორად გამოიყენებთ თქვენს კავშირებს როგორც სწავლისთვის, ისე საქმის კუთხით. ინტერნეტის საშუალებით შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან საინტერესო პიროვნება აღმოაჩინოთ.

კირჩხიბი – კვირის დასაწყისში ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალია, ამიტომ ნუ გადაიღლებით. მოსალოდნელია კრიტიკა და დაძაბულობა ხელმძღვანელებთან ან კოლეგებთან. 8 აპრილიდან კი სიტუაცია სტაბილურდება. დაინტერესდებით ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური საკითხებით. მეორე ნახევარი გაცილებით პერსპექტიულია სამსახურებრივი წინსვლისთვისაც, გავლენიანი პირებისგან დახმარების შანსი და შემოსავლების სწორად გადანაწილების შესაძლებლობა მოიმატებს. კარიერული განვითარების კუთხით, საინტერესო პერსპექტივები გელოდებათ.

ლომი – შესაძლოა, კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდეთ და კვირის პირველ ნახევარში თავდაცვის რეჟიმში ყოფნა, სამართლიანობისთვის ბრძოლა მოგიწიოთ. თუმცა, 8 აპრილიდან იწყება ბრწყინვალე პერიოდი: მგზავრობა, მოგზაურობა, უცხოელებთან კონტაქტი და ახალი პარტნიორული კავშირები. ეს საუკეთესო დროა უცხოეთში სწავლისთვის ან მივლინებისთვის. პარტნიორებთან ურთიერთობაში სულიერ ჰარმონიას იპოვით, რაც თქვენს საქმიანობას სასიკეთოდ წაადგება.

ქალწული – თქვენთვის ეს შინაგანი „ინვენტარიზაციის“ და ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის პერიოდია. 8 აპრილიდან თქვენი თავდაჯერებულობა და მოთმინების უნარი საგრძნობლად მოიმატებს. ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციას წარმატებით გაართმევთ თავს და თქვენი ავტორიტეტიც გაიზრდება.მთავარი რჩევა არის დაიცვათ თქვენი საიდუმლოებები – რაც ნაკლებს ისაუბრებთ თქვენს გეგმებსა და სურვილებზე, მით უფრო წარმატებული იქნებით.

სასწორი – კვირის პირველ ნახევარში შესაძლოა პარტნიორებთან ან ხელმძღვანელობასთან დაძაბულობამ იჩინოს თავი. მოერიდეთ კრიტიკას, რათა ზიანი არ მიადგეს თქვენს ავტორიტეტს. საუკეთესო გამოსავალი დიპლომატია და კონსტრუქციული დიალოგია. 8 აპრილიდან თქვენი გავლენა და ავტორიტეტი მკვეთრად გაიზრდება. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში ეჭვიანობას არ აჰყვეთ. პარტნიორების მხრიდან ინტერესების იგნორირებამ შესაძლოა სამაგიეროს გადახდის სურვილი გაგიჩინოთ, რაც მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ. სტაბილურობა თქვენი წარმატების გარანტიაა.

მორიელი – დასაწყისში შესაძლოა გარკვეული არასტაბილურობა იგრძნოთ, რაც ადგილსამყოფლის შეცვლის აუცილებლობით ან დაბალი ენერგოტონუსით იყოს გამოწვეული. თუმცა, 8 აპრილიდან ენერგია და განწყობა საგრძნობლად გიუმჯობესდებათ. ეს საუკეთესო დროა საოჯახო საკითხებისთვის: შეგიძლიათ შეცვალოთ სახლის დიზაინი, განაახლოთ ავეჯი და შექმნათ მეტი კომფორტი. გაითვალისწინეთ, რომ ოჯახის წევრების მხრიდან კონტროლი მოიმატებს, ამიტომ გამოიჩინეთ დიპლომატია, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და მოერიდეთ გაციებას.

მშვილდოსანი -თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, ხართ აქტიური და ინიციატივიანი, თუმცა კვირის დასაწყისში შესაძლოა იგრძნოთ, რომ მოქმედების თავისუფლება შეზღუდული გაქვთ. გამოიყენეთ ეს დრო ცოდნის გასაღრმავებლად და სიტუაციის გასაანალიზებლად. 8 აპრილიდან იწყება ძალზე საინტერესო პერიოდი: ნაყოფიერი კონტაქტები, რომანტიკული თავგადასავლები და მნიშვნელოვანი პროექტები. კარგი დროა შვილებთან ურთიერთობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის. მთავარია, თავი აარიდოთ საეჭვო ავანტიურებს.

თხის რქა – კვირის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბულია – შესაძლოა პრობლემები წარმოიქმნას ოჯახში ან ნათესავებთან. მაქსიმალურად მოერიდეთ სამკვიდრო და მემკვიდრეობითი საკითხების გარჩევას, რადგან ამან შესაძლოა დიდი ფინანსური ხარჯი და ურთიერთობების გაფუჭება გამოიწვიოს. 8 აპრილიდან სიტუაცია მშვიდდება, იბრუნებთ კონტროლს და იღებთ მხარდაჭერას ახლობლებისგან. ეს პერიოდი იდეალურია რემონტისთვის, ახალ ბინაში გადასასვლელად ან უძრავი ქონების შესაძენად.

მერწყული -ენეგოტონუსი მაღალია, აქტიური და ენერგიული ხართ, ჯანმრთელობა მდგრადია, მზად ხართ ახალი შთაბეჭდილებებისთვის, რაც განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში გამოვლინდება. დასაწყისში შესაძლოა საქმეებში მცირე ქაოსმა დაისადგუროს, ამიტომ ნუ მოჰკიდებთ ხელს რამდენიმე საქმეს ერთდროულად. 8 აპრილიდან სტაბილურობა ბრუნდება, საუკეთესო დროა მოლაპარაკებებისთვის, მრავალფეროვანი შეხვედრებისა და მოგზაურობისთვის. მეგობრებთან ურთიერთობა ნაყოფიერი და სასიამოვნო იქნება.

თევზები -კვირის დასაწყისში ფრთხილად იყავით ფინანსებთან. ზოგიერთი დაპირება შესაძლოა ფუჭი აღმოჩნდეს. თუმცა, 8 აპრილიდან ვითარება საგრძნობლად უმჯობესდება. მოსალოდნელია სიმშვიდე, საინტერესო შეხვედრები და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. შესაძლოა ადრე შესრულებული საქმეებიდან მიიღოთ შემოსავალი, რაც ახალი ინვესტიციების საფუძველი გახდება. შექმენით კომფორტი სახლში და დაიცავით თქვენი პოზიციები. გახსოვდეთ: „შვიდჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით“.

გეომაგნიტური დღეები – გაითვალისწინეთ, რომ კვირის განმავლობაში რამდენიმე რთული დღეა, როდესაც მართებთ წნევის კონტროლი და მეტი დასვენება. ეს დღეებია: ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი და შაბათი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები