LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3328
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია. ნეგატიური გეომაგნიტური ენერგიები პრობლემებს უქმნის გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, უგუნებობა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. პირველ რიგში, აკონტროლეთ წნევა, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა, დაისვენეთ და მოიყვანეთ ორგანიზმი წესრიგში.

დღის ზოგადი ტენდენციები და რეკომენდაციები:

დღეს უფრო ადვილად დააღწევთ თავს ილუზიებსა და ტყუილებს. პარტნიორულ ურთიერთობებში მოიმატებს პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის სურვილი და მცდელობა. ჩნდება რევოლუციური გეგმებისგან თავის არიდების სურვილი და მცდელობა.

დღე კარგია აქტიური დასვენებისთვის, სპორტული ვარჯიშებისა და ღონისძიებებისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, კოლექციების შეგროვებისა და ახალი საქმის წამოწყებისთვის. ასევე ხელსაყრელია მოგზაურობისთვის, სარესტავრაციო სამუშაოებისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და ექსპერტიზისთვის, ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვისთვის, ნადირობა-თევზაობისთვის, მავნე ჩვევებისგან (მათ შორის თამბაქოსგან) გათავისუფლებისთვის. განსაკუთრებით ხელს უწყობს კარგად მოფიქრებული საქმის რეალიზაციას, მცენარეების გადარგვასა და მორწყვას.

მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობას, ვაჭრობასა და გაცვლით ოპერაციებს. არ არის რეკომენდებული მკვეთრი მოძრაობები, სიმძიმეების აწევა, ქორწინება, ახალი ურთიერთობების დამყარება და სტომატოლოგიური პროცედურები (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა). დღევანდელი სიზმრები გვამცნობენ შემდგომი ცხოვრებისეული წარმატების შესახებ.

ჯანმრთელობა:

ეფექტურია კუჭ-ნაწლავის, მკერდის მკურნალობა, კანისა და ფრჩხილების მოვლა.

სუსტდება სახსრების ზონა, მუხლები, ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, კანი და კბილები. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება დღეს რეკომენდებული არ არის. ჩართეთ რაციონში მეტი ზღვის პროდუქტები, რაც ამაღლებს იმუნიტეტს. მოერიდეთ თხილის, თაფლისა და სხვა ალერგიული პროდუქტების მიღებას.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და ცხოვრებისეული შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ ტოპაზი, ქრიზოპრაზი, აგატი, ოპალი და მარჯანი. ფერებიდან – ყვითელი, ბეჟი, ნაცრისფერი, ყავისფერი და მწვანე ტონები (კომბინაციაში ან ცალ-ცალკე) საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე პოზიტიურია მორიელისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბულია ტყუპებისა და ლომის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები