უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დედამიწა ნეგატიურ ენერგეტიკულ ველში იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავთან მიმართებით მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს. ამ პერიოდში არ არის სასურველი ახალი საქმის დაწყება, მოგზაურობა, განსაკუთრებით რისკიანი გარიგებების განხორციელება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები ან ახალ ბინაში გადასვლა. ყველაფერი წინასწარ და საფუძვლიანად უნდა იყოს გააზრებული, რადგან საკმაოდ მაღალია კონფლიქტების, ტრავმული მოვლენებისა და პარტნიორულ ურთიერთობებში დაპირისპირების ალბათობა.
ვერძი:
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ენერგოტონუსი და ორგანიზმის იმუნიტეტი თანდათან უმჯობესდება, რაც უდავოდ დადებითი ფაქტორია, ამასთან ერთად მატულობს აქტიურობა და კომუნიკაბელურობაც, ყურადღებას მაინც მოითხოვს ამ პერიოდის ნეგატიური გავლენა. განსაკუთრებით საყურადღებოა პარტნიორული ურთიერთობები – როგორც საქმიან, ისე პირად სფეროში. სიტუაცია შესაძლოა საკმაოდ არეული აღმოჩნდეს. თუ სიმშვიდეს, დიპლომატიასა და კომპრომისულ მიდგომას არ გამოიჩენთ, ურთიერთობები შეიძლება მნიშვნელოვნად დაიძაბოს და ზოგიერთ შემთხვევაში კონფლიქტამდეც მივიდეს.
მატულობს პარტნიორების მხრიდან უნდობლობისა და ტყუილის ალბათობაც. შესაძლოა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, როდესაც თავიდან თითქოს პრობლემა მოგვარდა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვეს, რომ ამან იმედგაცრუება ან მოტყუება გამოიწვია. ამას კი სრულიად არასასურველი პრობლემები შეიძლება მოჰყვეს.
ამ თვალსაზრისით, მაქსიმალურად ფხიზლად და ყურადღებით უნდა იყოთ, რათა შემდგომში რაიმე სახის უხერხულობა არ შეგექმნათ. მთავარი ამოცანაა პარტნიორულ ურთიერთობებში სტაბილურობის შენარჩუნება, რადგან სწორედ ეს წარმოადგენს ამ პერიოდის ერთ-ერთ ძირითად ნეგატიურ ფაქტორს.
კურო:
კუროებო, თქვენი ენერგოტონუსი კვლავ ინარჩუნებს სტაბილურობას, ამიტომ შეგიძლიათ აქტიური მოქმედება და ინიციატივის გამოჩენა. თუმცა აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ პერიოდის ფარულ, ე.წ. „წყალქვეშა დინებებს“, რადგან დედამიწა ნეგატიურ ენერგეტიკულ ველში იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი თქვენი მოქმედება და გადაწყვეტილება შესაძლოა მცდარი აღმოჩნდეს. შედეგად შეიძლება უბრალოდ დაკარგოთ დრო და ენერგია და თქვენს საქმიანობას სასურველი შედეგი არ მოჰყვეს.
ამასთან, ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ზედმეტად ემოციურად რეაგირებდეს ან კონკრეტულ მომენტში ზედმეტად იმპულსურად იმოქმედოს. შედეგად, შესაძლებელია შეცდომების დაშვება, რაც დამატებით პრობლემებს შექმნის. ამ შეცდომებით შესაძლოა ისარგებლონ ფარულმა მტრებმაც. შესაბამისად, საკმაოდ მაღალია თქვენი მოტყუების ალბათობაც. ამიტომ გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია და ნუ ენდობით ადამიანებს ზედმეტად მარტივად.
თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ და მეტი სიფრთხილით იმოქმედებთ, პერიოდის გავლა თქვენთვის გაცილებით უკეთ იქნება.
ტყუპები:
ტყუპებო, ვინაიდან დედამიწა ნეგატიურ ენერგეტიკულ ველში იმყოფება, თქვენც განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. ამასთან, თქვენი ენერგოტონუსი თანდათან გაიზრდება, ჯანმრთელობა და ორგანიზმის იმუნიტეტიც გაუმჯობესდება, რაც დადებითი ფაქტორია. შესაბამისად, უფრო აქტიური გახდებით, ენერგია და მოქმედების სურვილი მოგემატებათ, ასევე გაგიუმჯობესდებათ აზროვნების სიმახვილე.
თუმცა დედამიწის ნეგატიური ენერგეტიკული ველი თქვენს გარშემო დაძაბულობას მაინც შექმნის. ამიტომ ყველა საქმეში მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.
საკმაოდ მაღალი იქნება თქვენი მოტყუების მცდელობის ან ფაქტების არასწორად მოწოდების ალბათობა. შედეგად შესაძლოა გაურკვეველ და ზოგჯერ უსიამოვნო სიტუაციებშიც აღმოჩნდეთ.
ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობების მაქსიმალურად სტაბილიზაცია. თქვენი გამძლეობა და სტაბილურობა ამ კვირაში მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ ურთიერთობებზე იქნება დამოკიდებული. თუ ამ სფეროში სიტუაცია აირევა, გაცილებით მეტი სირთულის წინაშე აღმოჩნდებით.
კირჩხიბი:
კირჩხიბებო, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საკმაოდ ძლიერია. ძლიერი ინტუიცია საშუალებას მოგცემთ, სწორი არჩევანი გააკეთოთ და სწორად გადადგათ საჭირო ნაბიჯები. თუმცა საერთო ვითარება თქვენს გარშემო დაძაბული იქნება და მიზნების მიღწევა უფრო რთული გახდება. გაგიჭირდებათ საერთო პოზიციების შეჯერება, შეთანხმებისა და კონსენსუსის მიღწევა.
ამ პერიოდში საქმეში მეტი სირთულე წარმოიქმნება, ბევრი კითხვა გაჩნდება, რომლებზეც სათანადო პასუხების მიღება გაგიჭირდებათ, რაც თქვენში გარკვეულ ნერვიულობას გამოიწვევს. ამასთან, შესაძლოა არასწორი სტრატეგია აირჩიოთ და გამოიყენოთ. შედეგად თქვენი მოქმედებები სათანადო შედეგს ვერ მოგიტანთ.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პირად ურთიერთობებში ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა სიტუაცია დაიძაბოს ნათესავებთან და გარკვეულ ნაცნობებთან ურთიერთობაშიც.
ამ პერიოდში არ არის სასურველი მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. მაქსიმალურად შეეცადეთ, შეინარჩუნოთ ოჯახური სტაბილურობა, რადგან თქვენი წინსვლა და წარმატება დიდწილად სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული.
ლომი:
ლომებო, თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი უმჯობესდება. უფრო აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხდებით. თანდათან იზრდება შრომისუნარიანობაც, თუმცა, ბევრ დროს, ენერგიასა და ძალას დახარჯავთ სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარებაზე, რის გამოც შესაძლოა საკუთარ პრობლემებს სათანადო ყურადღება ვეღარ დაუთმოთ.
ამასთან, სხვადასხვა მოგზაურობისა თუ გადაადგილების დროს შესაძლოა უსიამოვნებებსაც გადააწყდეთ. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ. თუ ავტომობილით გადაადგილდებით, აუცილებლად დარწმუნდით, რომ მანქანა ტექნიკურად გამართულია. მძღოლებს მაქსიმალური სიფრთხილე, წინდახედულება და საჭესთან განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.
მაგალითად, პედაგოგიური საქმიანობის დროსაც შეიძლება გარკვეული პრობლემები შეგექმნათ, რადგან თქვენი იდეები ან მათი გადმოცემის ფორმა მსმენელისთვის ყოველთვის მისაღები არ აღმოჩნდეს. ამიტომ ნუ გადააფასებთ საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებს, რათა ამან დამატებითი პრობლემა არ შექმნას. რადგან მაღალია ყალბი ან არასწორი ინფორმაციის მიღების ალბათობა, ნებისმიერი ინფორმაცია აუცილებლად გადაამოწმეთ.
არც ერთ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწეროთ, სანამ მის ყველა პუნქტს საფუძვლიანად არ გაეცნობით. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შეცდომა დაუშვათ.
მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოთ სტაბილური და მშვიდი ურთიერთობები დებთან, ძმებთან, მეზობლებთან და მეგობრებთან. თუ ამას ვერ მოახერხებთ, დიდი ალბათობით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბება და დამატებით პრობლემებს შექმნის.
ქალწული:
ქალწულებო, თქვენი ენერგია მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, ორგანიზებულობა და დისციპლინა კი სათანადო სიმაღლეზეა. ეს ყველაფერი საშუალებას გაძლევთ, სხვა ნიშნებთან შედარებით უფრო მეტს მიაღწიოთ და უკეთ მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. თუმცა წინა პერიოდთან შედარებით აქ მიზნის მიღწევა გაცილებით რთული იქნება და ამისთვის მეტი ძალისხმევის გაღება დაგჭირდებათ.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ნიშნებთან შედარებით თქვენ კვლავ ყველაზე ძლიერი წარმატების ფაქტორი გაქვთ. ადრინდელმა საქმეებმა შესაძლოა მატერიალური სარგებელი მოგიტანოთ, ან თქვენი საქმიანობა და ბიზნესი უფრო წარმატებულად განვითარდეს. შესაძლოა რამდენიმე საინტერესო პროექტიც აიღოთ საკუთარ თავზე და წარმატებით განახორციელოთ.
თუმცა ამ საქმიანობის პროცესში შეცდომების დაშვების ალბათობაც არსებობს. ასეთმა შეცდომებმა კი გარკვეულ საკითხებში შესაძლოა უკან დაგხიოთ. ამიტომ იყავით ცოტა უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი, რათა ეს პერიოდი უფრო სტაბილურად და, სხვა ნიშნებთან შედარებით, უფრო წარმატებით გაიაროთ.
სასწორი:
თქვენი ენერგოტონუსი უმჯობესდება. ეს უდავოდ დადებითი ფაქტორია, რადგან ნიშნავს, რომ ყოველდღიურად თანდათან გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობა. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა გქონდათ, მისი მდგომარეობაც ნელ-ნელა გაუმჯობესდება. გაიზრდება შრომისუნარიანობაც.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში უფრო თვალსაჩინო გახდება მცდარი წარმოდგენები, არასწორი პოზიციები და ცხოვრებისეული ორიენტირის შეცდომები. ამიტომ უნდა იმოქმედოთ პრაგმატულად, დაეყრდნოთ მხოლოდ რეალურ ფაქტებს და არა ფანტაზიებს. ფანტაზიებისა და ილუზიების ალბათობა ამ პერიოდში საკმაოდ მაღალია, რამაც შესაძლოა შეცდომები დაგაშვებინოთ. ამასთან, შესაძლოა გარკვეული ტყუილებიც გამოაშკარავდეს. მათ შორის შეიძლება პარტნიორულ ილუზიებსაც შევხვდეთ – შესაძლოა ფიქრობდით, რომ თქვენი პარტნიორი სრულიად განსხვავებული ადამიანი იყო და რეალობაში სულ სხვა აღმოჩნდეს. ამას კი დამატებითი პრობლემები და სირთულეები შეიძლება მოჰყვეს.
სირთულეები შესაძლოა სხვა სფეროებშიც წარმოიქმნას. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია ნათესავებთან სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნება. თუ ეს ურთიერთობები აირევა, თქვენთვისაც გაცილებით მეტი დაბრკოლება შეიქმნება.
მთლიანობაში, ეცადეთ ეს კვირა მშვიდად გაიაროთ. მომავალი კვირიდან კი, როდესაც თქვენი ვარსკვლავური დრო დაიწყება და მთავარი ფავორიტები გახდებით, უკვე გაცილებით უკეთესი პერიოდი გელოდებათ. ამიტომ ამ კვირაში არ დაუშვათ შეცდომები, რათა შემდეგი კვირა ახალი მნიშვნელოვანი საქმეებისა და პროექტების დასაწყებად გამოიყენოთ და არა ახლა დაშვებული პრობლემების გამოსასწორებლად.
მორიელი:
ამ პერიოდში თქვენი ენერგოტონუსი კვლავ სტაბილურია. ჯანმრთელობა, ორგანიზებულობა და შრომისუნარიანობა სათანადო დონეზე რჩება. ასევე მაღალია ინტუიციაც. თუმცა ამ პერიოდის ფარული დინებების გავლენით შესაძლოა გაიზარდოს ემოციურობა და მოქმედებებში იმპულსურობა. სწორედ ეს შეიძლება გახდეს დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზი.
ამასთან, ფინანსების მიმართ შესაძლოა შედარებით მსუბუქი და ნაკლებად პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გამოგიჩნდეთ. მოსალოდნელია ზედმეტი ხარჯები აბსოლუტურად არასაჭირო ნივთებსა თუ გართობაზე, რამაც საბოლოოდ შესაძლოა ფინანსურ პრობლემებამდე ან ფინანსურ დანაკარგებამდე მიგიყვანოთ.
ამასთან, თქვენში გაიზრდება უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი, რაც, ერთი მხრივ, თქვენს ავტორიტეტს გაზრდის. თუმცა სხვა ადამიანებთან ინფორმაციის გაზიარებისას თქვენი მიდგომა ყოველთვის სწორი არ იქნება. ამგვარმა დამოკიდებულებამ შესაძლოა სხვები გააღიზიანოს და ზოგიერთ შემთხვევაში დაპირისპირების მიზეზიც გახდეს.
მშვილდოსანი:
თქვენი ენერგოტონუსი იზრდება. ამ კვირიდან უფრო აქტიური, ენერგიული და, ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც, უფრო ძლიერი ხდებით. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა გქონდათ, მისი მოგვარების შესაძლებლობებიც იზრდება. წარმატების შესაძლებლობებიც მატულობს, თუმცა მათი უკეთ გამოვლენა უფრო მომდევნო კვირიდან იქნება შესაძლებელი.
ამ კვირაში, არსებული ფარული დინებების გამო, მაინც გარკვეული სიფრთხილე გმართებთ. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდი უკვე კარგია პარტნიორული ურთიერთობებისთვის, კოლექტიური საქმიანობისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის, აუცილებელია, სწორად შეაფასოთ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები. საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება არ უნდა მოხდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შეცდომები დაუშვათ.
ეს ის პერიოდია, როდესაც ინტერნეტის საშუალებით ყალბი ინფორმაციის გავრცელების ალბათობა მაღალია, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტიდან მოდის და თქვენთვის საინტერესოა, აუცილებლად გადაამოწმეთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ.
თხის რქა:
თქვენი ენერგოტონუსი კვლავ ძლიერია. ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა და შრომისუნარიანობა საშუალებას მოგცემთ, გარკვეული იდეები განახორციელოთ და შესაძლოა მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწიოთ. თუმცა, რადგან ამ პერიოდში „წყალქვეშა დინებებია“, განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს ურთიერთობები კოლეგებსა და მეგობრებთან. აქ შესაძლოა გარკვეული გაუგებრობები წარმოიქმნას და ზოგიერთ შემთხვევაში თქვენი სურვილებიც კი არ შესრულდეს.
ამასთან, შესაძლოა გამოაშკარავდეს თქვენთვის უსიამოვნო ინფორმაცია, განსაკუთრებით ახლობელ ადამიანთა წრეში. ეს უარყოფითად აისახება თქვენს განწყობასა და შესაძლებლობებზეც.
არ არის გამორიცხული, საოჯახო პრობლემების გადასაჭრელად საკუთარი კაპიტალის დახარჯვაც მოგიწიოთ, რაც, ბუნებრივია, ფინანსურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ტექნიკური პრობლემები – სანტექნიკასთან, ელექტრო მოწყობილობებთან და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებული.
ეცადეთ, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან. თქვენი პროფესიული კარიერის სტაბილურობა დიდწილად სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული.
მერწყული:
თქვენი ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობაც უკეთესობისკენ მიდის. თანდათან უფრო ენერგიული, აქტიური და კომუნიკაბელური ხდებით. თუმცა ამავე დროს თქვენს გარშემო მიმდინარე გარკვეული მოვლენები დაგარწმუნებთ საკუთარ შეცდომებსა და არასწორად ჩამოყალიბებულ პოზიციებში. შესაძლოა გარკვეული იდეებისა და გეგმების განხორციელებაზე უარის თქმაც მოგიწიოთ.
ამასთან, საქმიანობაში შეცდომების დაშვების ალბათობა საკმაოდ მაღალია, რასაც თქვენი ფარული მტრები გამოიყენებენ. ისინი აქტიურად იმოქმედებენ თქვენს წინააღმდეგ, განსაკუთრებით შურიანი ადამიანები, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს თქვენს რეპუტაციაზე. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ იმასაც, თუ რა ხდება თქვენს ზურგს უკან.
თუ დაგეგმილი გაქვთ მგზავრობა ან მოგზაურობა, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ როგორც გზაში, ისე საჭესთან. თუ შესაძლებელია, მგზავრობა მომდევნო კვირისთვის გადადოთ, უკეთესი იქნება, რადგან ამ კვირაში ტრავმული მოვლენების ალბათობა კვლავ მაღალია.
თევზები:
თქვენი ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალია. ნებისყოფა, შეუპოვრობა, ორგანიზებულობა და სხვა მნიშვნელოვანი თვისებები კვლავ სათანადო დონეზეა. ზოგადად, ეს პერიოდი არ არის იმისთვის, რომ დიდი გეგმები შეაჯამოთ და მნიშვნელოვან მიღწევებზე გააკეთოთ გათვლა. ფარული დინებების გამო ფინანსური დანაკარგების ალბათობა საკმაოდ მაღალია.
განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ გარშემომყოფებთან ურთიერთობისას. ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა შეეცადოს, ძალიან საეჭვო პროექტებში ჩაგითრიოთ. არ აჰყვეთ მსგავს შემოთავაზებებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი დიდი თანხის სწრაფად მიღებას გპირდებიან. ნუ აჰყვებით ამგვარ ილუზიებს, რადგან საბოლოოდ შესაძლოა ფინანსური პრობლემები შეგექმნათ.
მოგზაურობისას ასევე შესაძლებელია მოულოდნელ და ზოგიერთ შემთხვევაში უსიამოვნო მოვლენებთან შეჯახება, ამიტომ ამ მხრივაც ყურადღება გამოიჩინეთ.
გარდა ამისა, შესაძლოა ზედმეტად ემოციური იყოთ, რამაც ასევე შეიძლება შეცდომების დაშვებამდე მიგიყვანოთ. ამიტომ უმჯობესია, ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარი გეგმები თუ საიდუმლოებები წინასწარ არავის გაუმხილოთ.
გეომაგნიტური დღეები:
ეს ის დღეებია, როდესაც ადამიანებს შესაძლოა უფრო მეტად შეექმნათ პრობლემები გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემასთან დაკავშირებით, რასაც, თავის მხრივ, შეიძლება მოჰყვეს თავის ტკივილი, განწყობის ცვლილება, წნევის პრობლემები და ორგანიზმისთვის სხვა დისკომფორტული გამოვლინებები.
ამ შემთხვევაში უკვე იცით, რა უნდა გააკეთოთ – გაიზომოთ წნევა და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
ამ კვირის გეომაგნიტური დღეებია – ოთხშაბათი – 23 სექტემბერი, პარასკევი – 25 სექტემბერი და შაბათი – 26 სექტემბერი.