LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის ყველაზე მძლავრი ავტომობილები მექანიკური გადაცემათა კოლოფით

25

სიმძლავრე შეიძლება ძალიან მათრობელა საჩუქარი აღმოჩნდეს. აბრაამ ლინკოლნის სიტყვებს თუ დავესხესხებით,  ”თუ თქვენ ადამიანის თვისებების გაგება გსურთ, მიეცით მას ძალაუფლება.”  ეს სიტყვები ყველანაირ ძალაუფლებას ეხება, მათ შორის ავტომობილებსაც: რაც უფრო მძლავრია ავტომობილი, მით უფრო მეტის გაკეთების საშუალებას გვაძლევს ის…

მძლავრი ავტომობილების შერჩევისას, ავტომოყვარულები ძირითადად ცდილობენ შეიძინონ მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე მოდელები. რა თქმა უნდა, ავტომატური გადაცემათა კოლოფი კომოფორტული და მოსახერხებელია, მაგრამ, როდესაც საქმე სიმძლავრეს და სპორტულ მოდიფიკაციებს ეხება, სწორედ მექანიკური კოლოფი გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი.

ბოლო დროს დამკვიდრებული ტენდენციების მიუხედავად, რომელიც მექანიკური გადაცემათა კოლოფის წარმოებიდან ამოღებას გულისხმობს, ავტომწარმოებლები კვლავაც აგრძელებენ დაამზადონ უახლესი და უმძლავრესი ავტომობილები, რომლებიც სწორედ მექანიკურად იმართებიან…

მაშ ასე! თქვენს წინაშეა 2016 წლის ყველაძე მძლავრი ავტომობილები, რომლებიც მექანიკური გადაცემათა კოლოფით იმართებიან…

 

Dodge Challenger SRT Hellcat

Hellcat SRT ამერიკული ”მასქლ ქარ”-ების ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე წარმომადგენელია. რაც მისი გაბარიტებისა და უმძლავრესი ძრავის დამსახურებაა. მისი ისტორია რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო და დღემდე ყველაზე მოთხოვნად ავტომობილად რჩება.

2016 წლის მოდელში მოთავსებულია 707 ცხენის ძალის მქონე აგრეგატი, თუმცა შენარჩუნებულია მისი ტრადიციები და ტრანსმისია, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს შეიგრძნოს ავტომობილის მაქსიმალური სიმძლავრე.

 

 

Chevrolet Corvette Z06

ამერიკული სპორტული ავტომობილების ერთ-ერთი პიონერი Corvette კვლავაც განაგრძობს ავტომოყვარულების გაოცებას. 2016 წლის მოდელს კი მომხმარებლებ საუკეთესოდ მიიჩნევენ.

რატომ? მის კაპოტქვეშ მოთავსებულია 650 ცხენის ძალის მქონე V8 Small-Block ტიპის ძრავი, ხოლო მის მართვაში კი 7 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი გვეხმარება…

 

 

Dodge Viper

ამერიკული ავტომობილების კიდევ ერთი უნიკალური წარმომადგენელი, მუდმივად იყო, არის და იქნება ავტომოყვარულთა ყურადღების ცენტრში. თავად Dodge-შიც კი გამორჩეულად უყვართ ეს ”გველუკა”.

მისი დამზადების უნიკალური დეტალები და მუდმივი შერწყმა თანამედროვეობისა და ისტორისაა მას მუდმივად მოწინავე პოზიციებზე აყენებს. მისი სიმძლავრე 645 ცხენის ძალაა და ახალი ვერსია 2017 წელს გამოჩნდება.

 

 

Chevrolet Camaro Zl1

Zl1-ის წლევანდელი მოდელი განსაკუთრებულია იმით, რომ წარმოდგენილია ორი ვერსიით კაბრიოლეტი და კუპე. თუმცა, ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ზემოთჩამოთვლილი მოდელების მსგავსაც, მასაც განსაკუთრებული ისტორია აქვს.

წლევანდელი მოდელის კაპოტქვეშ 640 ცხენის ძალიანი ძრავია მოთავსებული, მისი მართვა კი სურვილისამებრ შესაძლებელია, როგორც 6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, აგრეთვე 10 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

 

 

BMW M6 Competition Package

M სერიით დამზადებული BMW-ს მარკის ავტომობილები, რომ განსაკუთრებული სიმძლავრით გამოირჩევა, ამაზე ყველა ავტომოყვარული ერთხმად თანხმდება. მისი ისტორია 1972 წელს იწყება და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია სპორტულ ავტომობილბში.

წლევანდელი მოდელი კი გამორჩეულია ახალი ტიპის ძრავით, რომელიც 4.4 ლიტრიანი, Bi-Turbo V8 M6 ტიპის გახლავთ. მისი სიმძლავრე 592 ცხენის ძალაა. თუმცა, წლევანდელი მოდელი უკანასკნელი ავტომობილი იქნება, რომლის მართვასაც მექანიკური გადაცემათა კოლოფით შევძლებთ.

 

 

BMW M5  Competition Package

კიდევ ერთი გერმანული მძლავრი ავტომობილი M5 გახლავთ, რომელიც სწორედ წელს გამოჩნდება. ამ ავტომობილის ძრავი იდენტურია M6-ის ძრავთა, მის კაპოტქვეშ მოთავსებულია 4.4 ლიტრიანი, Bi-Turbo V8 M6 ტიპის ძრავი, ხოლო მისი სიმძლავრე 567ცხენის ძალაა.

 

 

Aston Martin V12 Vantage S

2017 წლისთვის Aston Martin-ი კიდევ ერთ უნიკალურ ავტომობილს Vantage S-ს წარადგენს. ამ მოდელმა ყურადღება მიიქცია იმით, რომ ყველაზე კომპაქტურ მოდელში, ერთ-ერთი მძლავრი ძრავი მოთავსდება.

565 ცხენის ძალის მქონე Vantage S-ი, საავტომობილო ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდება. სავარაუდოა, რომ Vantage-ც უკანასკნელი მოდელი იქნება, რომელსაც მექანიკური გადაცემათა კოლოფი ექნება.

 

 

Ford Mustang Shelby GT 350

უცხოური პრესა საუბრობს იმაზე, რომ Ford Mustang Shelby-ს უახლესი ვერსია, კვლავაც განაცვიფრებს მის მიყვარულებს. მუსტანგი, რომლის გამოსვლასაც მოუთმენლად ელიან აღჭურვილი იქნება 526 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავით, რომელიც თანამედროვეობისა და ისტორიის უნიკალური შერწყმა იქნება.

5.2 ლიტრიანი V8 ახალი თაობის ძრავისგან, ავტომოყვარულები განსაკუთრებულ შედეგებს ელიან, რასაც კომპანიაშიც ადასტურებენ, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მისი შენახვა საკმაოდ დიდ ფინანსებთან იქნება დაკავშირებული…

 

 

Spyker C8 Preliator

2017 წელს საავტომობილო ბაზარს ჰოლანდიური ავტომწარმოებელი კომპანია Spyker უბრუნდება. ბრენდი, რომელიც 10 წლის წინ გაკოტრდა, მომავალ წელს განსაკუთრებული მოდიფიკაციის ავტომობილით გამოჩნდება.

ხელმეორედ გაცოცხლებული კომპანია 525 ცხენის ძალიან C8 Preliator-ს წარადგენს, რომლის დამზადებაშიც, კომპანია Audi-ს ტექნიკოსები მონაწილეობენ. საინტერესოა ისიც, რომ ავტომობილის სულ რაღაც 50 ეგზემპლიარი დამზადდება.

 

 

Porsche 911 R

გერმანული Porsche 911-ის განახლებული ვერსია 2016 წლის მიწურულს გამოჩნდება. უნიკალური, 6 ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავი, რომელიც 6 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით იმართება და უკანაწამყვანთვლიანია.

თეთრ და წითელ ფერში გადაწყვეტილი Porsche 911-ი, უამრავი სხვადასხვა სისტემით იქნება აღჭურვილი. როგორც გერმანელები აცხადებენ, ეს მოდელი გამორჩეული იქნება სხვა დანარჩენისგან, თუმცა რა ტიპის გსნხვავებებზეა საუბარი, ჯერჯერობით არ ხმაურდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები