LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz მექანიკურ გადაცემათა კოლოფზე 2023 წლიდან უარს იტყვის

94
Capture

კომპანია Mercedes-Benz გეგმავს, რომ 2023 წლისთვის მექანიკურ გადაცემათა კოლოფზე უარი თქვას. ასე რომ გერმანული ავტომწარმოებელი სამ სატერფულიან ავტომობილებს აღარ გამოუშვებს. ასეთი გადაწყვეტილება მსგავს ავტომობილებზე დაბალი მოთხოვნის და ჰიბრიდებისა თუ ელექტრონული ტექნოლოგიების განვითარების გამო მიიღეს.

Mercedes-Benz-ის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ „მწვანე“ ავტომობილებს მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს. ამიტომ, მექანიკური კოლოფის წარმოებაში ფულის ჩადება მომგებიანი ვერ იქნება. ამ დროისთვის A-Class-ის, B-Class-ის და CLA-ის რამდენიმე ვერსია თუ გამოდის ტრადიციული აგრეგატით. ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად აშშ-ში „მექანიკა“ ამ მოდელებსაც აღარ აქვთ.

ათწლეულის ბოლოს Mercedes-Benz მთელი სამოდელო ხაზის განახლებას გეგმავს და მთავარ აქცენტს ელექტრომობილებზე გააკეთებს.