LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-ის კონცეპტ-კაფსულა სანაგვეზე აღმოჩნდა

132
Screenshot 2024-01-04 102950

Mercedes-Benz-ის კონცეპტი სანაგვეზე გადააგდეს. სოციალური ქსელის Reddit-ის მომხმარებლებმა კაფსულა S-Class Digital: My MBUX-ის ფოტოები გამოაქვეყნა და ეს კადრები ნაგავსაყრელზეა გადაღებული. კაფსულა ჯორჯიას შტატში, ატლანტას გარეუბანში გადააგდეს.

Mercedes-Benz-მა სიახლე 2020 წელს წარადგინა. რეალურად ეს არ არის ავტომობილი და ეს არის მხოლოდ მაკეტი, რომელსაც თავის დროზე მულტიმედიური სისტემა MBUX-ის დემონსტრირება ევალებოდა. მოგვიანებით ეს სისტემა S-Class-ს და EQS-ს დაუმონტაჟეს.

შოუ-ქარი Mercedes-Benz-ის ატლანტას შტაბ-ბინაში ინახებოდა და დიდი ალბათობით უსარგებლობის გამო გადააგდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები