LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-ს ჩინელების გამო აშშ-ის ბაზრის დაკარგვა ემუქრება

100
ქირიას NEWS შაბლონი (1)

აშშ-ის კონგრესში განსახილველად წარდგენილმა ახალმა კანონპროექტმა შესაძლოა გერმანულ ავტომწარმოებელ Mercedes-Benz-ს ამერიკული ბაზარი სრულად დაუხუროს . ინიციატივა მიზნად ისახავს ჩინური კაპიტალის გავლენის შეზღუდვას ქვეყნის საავტომობილო ინდუსტრიაში.

კანონპროექტის მიხედვით, აიკრძალება იმ კომპანიების ავტომობილების იმპორტი, წარმოება და გაყიდვა, რომელთა კაპიტალში პირდაპირი ან ირიბი მონაწილეობა აქვთ მიღებული იმ ქვეყნების მთავრობებს, რომლებიც აშშ-ის მიერ უცხოელ მოწინააღმდეგეებად არიან მიჩნეული, მათ შორის ჩინეთს.

ამჟამად Mercedes-Benz-ის უმსხვილესი ინდივიდუალური აქციონერია ჩინური სახელმწიფო ავტო კონცერნი BAIC, რომელიც კომპანიის 9.98%-ს ფლობს. კიდევ 9.69% ეკუთვნის ლი შუფუს, რომელიც ჩინური ჰოლდინგის Geely-ს ხელმძღვანელია. შედეგად, ჩინელ ინვესტორებს Mercedes-Benz-ის აქციების თითქმის 20% ეკუთვნით.

დოკუმენტი გამონაკლისს უშვებს იმ უცხოური კომპანიებისთვის, რომლებიც აშშ-ში წარმოებას მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში ახორციელებენ. Mercedes-Benz-ის ქარხანა ამერიკის ტერიტორიაზე 1997 წლიდან მუშაობს და 10 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს. თუმცა კანონპროექტი ამ შეღავათს აუქმებს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიაში ჩინეთის სახელმწიფო სექტორის წილია წარმოდგენილი.

აშშ Mercedes-Benz-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია. 2025 წელს კომპანიამ ქვეყანაში 284 600 ავტომობილი გაყიდა. ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ ჩინეთი უსწრებს, სადაც 551 900 ავტომობილი რეალიზდა. შედარებისთვის, გერმანიაში Mercedes-Benz-მა მხოლოდ 213 200 ავტომობილი გაყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g