ევროპის ავტომწარმოებელთა და ავტოდილერთა ასოციაციის (ACEA) ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის მონაცემებით ევროპის ბაზარზე 15 138 000 ახალი ავტომობილი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი კი 3,3%-ით მეტია 2016 წლის შედეგებთან. ანალიტიკოსები იუწყებიან, რომ 2007 წლის შემდეგ ეს ახალი რეკორდია. ყველაზე მაღალი მოთხოვნა ახალ ავტომობილებზე ლიტვაში დაფიქსირდა, სადაც გაყიდვები ერთბაშად 27%-ით გაიზარდა. უნგრეთში გაყიდვები 20%-ით, ბულგარეთში კი 18%-ით გაიზარდა.
ახალი ავტომობილების ზრდას ექსპერტები პოლონეთსა და ხორვატიაშიც აღნიშნავენ. რაც შეეხება თავად ავტომწარმოებლებს, გაყიდვების ლიდერი ფრანგული ალიანსი Peugeot-Citroen (PSA Group) გახდა, რომელმაც 2017 წელს 28,2%-ით გაზარდა რეალიზაცია. ევროპაში, კომპანია Suzuki-ს გაყიდვები 21,1%-ით გაიზარდა, ხოლო Toyota-მ რეალიზაცია 13%-ით გაზარდა. რაც შეეხება Volkswagen-ს, მისმა რეალიზაციამ 2,3%-ით მოიმატა. ევროპაში, მხოლოდ დეკემბრის თვეში 1 088 000 ახალი ავტომობილი გაიყიდა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,9%-ით ნაკლებია.