გამოცემა Consumer Reports-მა მიმდინარე წლისთვის ათი საუკეთესო საავტომობილო შეთავაზება აირჩია.
ტოპ ათეულში კომპაქტური, მდიდრული, საშუალო ზომის, სრულზომიანი და SUV სეგმენტის მოდელები შედიან. რეიტინგის შედგენისას Consumer Reports-ის სპეციალისტებმა საიმედოობა, მფლობელის კმაყოფილებისა და უსაფრთხოების შეგრძნება და ფუნქციონალურობა შეაფასეს.
თითოეულმა ავტომობილმა საგულდაგულო შემოწმება გაიარა. ტესტირება Consumer Reports-ის ცენტრში მოხდა. შეფასების პროგრამა მინიმუმ 50 სხვადასხვა პარამეტრს მოიცავს.
მაშ ასე, 2018 წელს საავტომობილო ბაზრის საუკეთესო შემოთავაზებები:
კომპაქტური ავტომობილი – Toyota Corolla
კომპაქტური „მწვანე“ ავტომობილი – Chevrolet Bolt
კომპაქტური Luxury კლასის ავტომობილი – Audi A4
საშუალო ზომის ავტომობილი – Toyota Camry
სრულზომიანი ავტომობილი – Chevrolet Impala
მინივენი – Toyota Sienna
კომპაქტური SUV – Subaru Forester
კომპაქტური Luxury კლასის SUV – BMW X3
საშუალო ზომის SUV – Toyota Highlander
სრულზომიანი პიკაპი – Ford F-150
რეიტინგში ზოგიერთი მოდელის გამოჩენა მოსალოდნელი იყო, მაგალითად Ford F-150 ან Toyota Camry. თუმცა, მოულოდნელი იყო ჩამონათვალში Chevrolet Bolt-ის ჩართვა, რომელსაც ბაზარზე სერიოზული კონკურენტები ჰყავს: Toyota Prius და Nissan Leaf.