კომპანია Cirium-ის ანალიტიკოსებმა 2023 წლის ავიაბაზარი შეაჯამეს და ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიების სიაც შეადგინეს.
პუნქტუალურობის კრიტერიუმი გახდა იმ რეისების პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც დაგეგმილ დროზე შესრულდა. ეს ეხება როგორც გაფრენებს ისე დანიშნულების ადგილზე ჩასვლას და ცდომილება მაქსიმუმ 15 წუთი თუ იყო.
ტოპ 10 ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიის სია ასე გამოიყურება:
• Avianca Airlines (რეისების 85,73% დროულად შესრულდა)
• Azul Airlines (85,51%)
• Qatar Airways (85,11%)
• Delta Airlines (84,72%)
• Iberia (84,38%)
• LATAM Airlines (84%)
• All Nippon Airways (82,75%)
• Japan Airlines (82,58%)
• Saudi Arabian Airlines (81,29%)
• American Airlines (80,61%).