LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში მამაკაცი თავს ბორტგამყოლად ასაღებდა და წლების განმავლობაში უფასოდ დაფრინავდა

109
NDWO6JCZWFAZZGYDDHKMIA7POU

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მამაკაცი, რამდენიმე წლის განმავლობაში თავს ბორტგამცილებლად ასაღებდა და შვიდი სხვადასხვა ავიაკომპანიის სახელით 100-ზე მეტი რეისი უფასოდ იფრინა. ამის შესახებ CBS News წერს.

როგორც ირკვევა, 35 წლის ფლორიდელი ტირონ ალექსანდერი, 5 ივნისს სასამართლომ დამნაშავედ ცნო ელექტრონული კომუნიკაციებით ჩადენილ თაღლითობასა და აეროპორტის უსაფრთხო ზონაში ცრუ მოტივით უკანონოდ შეღწევაში.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ალექსანდერი 2018 წლიდან 2024 წლამდე იყენებდა სპეციალურ პროგრამას, რომელიც მხოლოდ ავიაკომპანიის თანამშრომლებისთვის არის განკუთვნილი. პროგრამის მეშვეობით ის თვითმფრინავებში ისე ხვდებოდა, რომ ბილეთში ფული არც ერთხელ არ გადაუხდია.

მამაკაცმა მოიპარა და გამოიყენა სხვადასხვა ავიაკომპანიის 30-ზე მეტი თანამშრომლის ბეიჯის ნომერი და გაყალბებული დასაქმების თარიღები, რათა უფასოდ ეფრინა.
პროკურორის ინფორმაციით, ის შეუმჩნევლად აღწევდა აეროპორტის უსაფრთხო ზონებში და იქიდან ლაინერებში ადიოდა.

ალექსანდერის განაჩენი 25 აგვისტოს გამოქვეყნდება და შესაძლოა მას ციხეში 30 წლის გატარება მოუწიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები