ამერიკის გზატკეცილების პატრულის თანამშრომელთა ასოციაციამ უკვე მე-13 ყოველწლიური კონკურსის შედეგები გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის პოლიციის ყველაზე ლამაზი ავტომობილი შეირჩა.
გამარჯვება ფლორიდის შტატის პოლიციის Ford Mustang-მა მოიპოვა, რომელმაც კონკურსში 52 200 ხმა დააგროვა. ფლორიდამ ამ ტიტულის მოპოვება ზედიზედ მეოთხედ შეძლო.
მეორე ადგილი მიჩიგანის Dodge Charger-მა დაიკავა, რომელმაც 37 600 ხმა მიიღო.

სამეულს კი ჯორჯიის შტატის Ford Mustang ასრულებს, რომელიც გამორჩეულია წინა ნაწილზე დამონტაჟებული მასიური დამცავი კონსტრუქციით.

კონკურსში აშშ-ის 48 შტატის საპოლიციო ავტომობილები მონაწილეობდნენ. საერთო ჯამში მათ 360 000-ზე მეტი ხმა მიიღეს, ხოლო ბოლო ადგილზე გასულ ორეგონის წარმომადგენელს მხოლოდ 185 ხმა ერგო.
გამარჯვებული ავტომობილის ფოტო 2027 წლის ოფიციალური კედლის კალენდრის ყდაზე განთავსდება. კალენდარი 10 დოლარად გაიყიდება, ხოლო მისი რეალიზაციიდან მიღებული თანხა სრულად საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.