LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jeep-ი ამერიკელებს 100 Wrangler-ს აჩუქებს – მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს

119
ქირიას NEWS შაბლონი (4)

Jeep-მა უჩვეულო სარეკლამო კამპანია წამოიწყო. კომპანია აცხადებს, რომ 100 ერთეულ Jeep Wrangler-ს უფასოდ გადასცემს მოქალაქეებს, თუ აშშ-ს გუნდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება.

თუმცა საჩუქრის მიღება ყველა მსურველს არ შეეძლება. აქციაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ ადამიანებს ექნებათ, რომლებსაც ჯორჯ ვაშინგტონი ჰქვიათ – ზუსტად ისე, როგორც აშშ-ის პირველ პრეზიდენტს.

კომპანიის თქმით, ეს ინიციატივა პატრიოტული კამპანიის ნაწილია და Jeep-ი საკუთარ თავს „ყველაზე პატრიოტულ ბრენდად“ მოიხსენიებს.

ავტომწარმოებელი დიდ რისკს არ იღებს. ამერიკელი ბუკმეიკერების შეფასებით, აშშ-ის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობა ნაკლებად სავარაუდოა – ფსონების კოეფიციენტი დაახლოებით 60:1-ს შეადგენს.

მიუხედავად ამისა, თუ მოულოდნელი სენსაცია მართლაც მოხდება, Jeep-ი პირობას დებს, რომ 100 Wrangler-ს საჩუქრად გადასცემს აქციის გამარჯვებულ მონაწილეებს.

მსურველებმა სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია. ზუსტად რამდენი ჯორჯ ვაშინგტონი ცხოვრობს აშშ-ში, უცნობია, თუმცა „ვაშინგტონი“ ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებული გვარია.

აქცია კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებენ მსხვილი ბრენდები სპორტულ მოვლენებს არასტანდარტული მარკეტინგული კამპანიებისთვის, რათა საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიის ყურადღების ცენტრში მოაქციონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები