ჩინეთი ავტომობილების წარმოებისა და გაყიდვების რაოდენობით ყველა რეკორდს ხსნის. 2024 წელს ჩინეთის კონვეიერიდან 31,282 მილიონი მანქანა ჩამოვიდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 3,7 პროცენტით უფრო მეტია. გაყიდვები გაიზარდა 4,5 პროცენტით, 31 436 ერთეულამდე.
2025 წელს სპეციალისტები ავტო სამყაროსთვის კიდევ უფრო მეტ წარმატებას წინასწარმეტყველებენ და გაყიდვების 33 მილიონამდე ზრდას ვარაუდობენ.
ჩინეთმა სხვა მაჩვენებლებიც შეაჯამა: ჩინეთიდან ექსპორტმა 5,8 მილიონ ავტომობილს გადააჭარბა, მათგან 1,28 მილიონი ენერგიის ახალ წყაროზე მუშაობს, ანუ ელექტროქარი ან ჰიბრიდია. შემაჯამებელი ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასულ წელს ჩინეთმა მთლიანობაში 12 888 მილიონი ელექტროქარი და ჰიბრიდი დაამზადა და გაყიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 34,4 პროცენტით მეტია. ყველა ავტომობილის ექსპორტის მაჩვენებელი19,3%-ით გაიზარდა.