LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2025 წელს რამდენიმე ღირსშესანიშნავი გამოსვლა მქონდა. როგორც მხატვარს, მქონდა ორი გამოფენა… ახლა, ძალიან აჟიტირებული ვარ, რადგან შვილიშვილის მოლოდინში ვარ“ – ნუგზარ ერგემლიძე

236
ნუგზარ ერგემლიძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ნუგზარ ერგემლიძე სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ახალი წელი“ პრემიერა შედგა.

ბატონო ნუგზარ, როგორია წინასაახალწლო განწყობა, მოლოდინი და როგორ შეაჯამებდით 2025 წელს?

2025 წელს რამდენიმე ღირსშესანიშნავი გამოსვლა მქონდა. ასევე, როგორც მხატვარს, მქონდა ორი გამოფენა.

ზოგადად, ახალი წელი ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა, ძალიან აჟიტირებული ვარ, რადგან შვილიშვილის მოლოდინში ვარ.

2025 წელს თუ შექმენით ახალი სიმღერები?

კი. მაგალითად, ბათუმში გაიმართა გალაკტიონის ფესტივალი და რადგან მიმიწვიეს, მინდოდა, ისეთი სიმღერა დამეწერა გალაკტიონის ლექსზე, როგორიც არავის დაუწერია. დიდხანს ვიფიქრე და „ორთქლმავალი სტვენს“ გავაკეთე.

ვისაუბროთ თქვენს ახალ ნამუშევარზე „ახალი წელი“.

სიმღერა კაკო ვაშალომიძესთან ჩაიწერა, ხშირად ვმუშაობთ ერთად. საცეკვაო ვარიანტი გავაკეთეთ.

ნუგზარ ერგემლიძე – ახალი წელი


ნუგზარ ერგემლიძე – ლამპიონები. Live


ნუგზარ ერგემლიძე – ორთქმავალი. Live


ნუგზარ ერგრმლიძე. “პრემიერა თაკოსთან”

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები