LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23 აგვისტოს სააკაძის მოედანი გადაიკეტება

32

23 აგვისტოს BMW Club Georgia, Saakadze Drift ტურნირს ჩატარებს სააკაძის მოედანზე. ქართული ავტოსპორტის ისტორიაში ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი ასეთი სანახაობისთვის გადაიკეტება.

 

როგორც ჩვენთან საუბარში კლუბის ადმინისტრაციამ განაცხადა, გარდა ტურნირისა, სააკაძის მოედანზე შეკრებილ მაყურებელს შეეძლება იხილოს მოტოშოუ და ასევე Legend Car-ების საჩვენებელი გამოსვლა. ამასთანავე დამსწრე საზოგადოება მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა სახის გათამაშებებში, გამარჯვების შემთხვევაში კი გადაეცემათ სამახსოვრო პრიზები, ხოლო გამარჯვებულ სპორტსმენებს “BMW Club Georgia” საწვავითა და სპეციალურად ამ შეჯიბრისთვის დამზადებული პრიზებით დააჯილდოვებს.

 

შეგახსენებებთ, რომ  კლუბს ქართული ავტოსპორტის ისტორიაში, არაერთი მსგავსი ტურნირი და შოუ ჩაუტარებია, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული „Tevzi Cup”-ია, რომელიც გარდაცვლილი სპორტსმენის გიორგი თევზაძის საპატივსაცემოდ ყოველწლიურად იმართება რუსთავის ავტოდრომზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები