LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ფიქრობენ, რომ მართვის მოწმობა ჩამოართვან ყველას, ვინც ცხოველს გზაზე მიატოვებს

125
_methode_times_prod_web_bin_63c574fe-a08e-11ec-b38e-10b333e9179b

იტალია გეგმავს, რომ მართვის მოწმობა ჩამოართვას იმ ადამიანებს, ვინც შინაურ ცხოველს გზაზე დატოვებს. ინიციატივის ავტორი იტალიის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია.

ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა მართვის მოწმობის დროებით შეჩერებით ან სამუდამოდ დაკარგვით შეიძლება დასრულდეს. დროებით შეჩერების შემთხვევაში მძღოლს მოუწევს, რომ დოკუმენტის აღსადგენად გამოცდა თავიდან ჩააბაროს.

წინადადება დადებითად შეაფასეს ცხოველთა უფლებების დამცველებმა. მინისტრიც კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად ემზადება. კანონი კი ძალაში სავარაუდოდ მომავალი წლის აგვისტოდან შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები