ქსელში ბრედ პიტის აქამდე უცნობი ფოტოსესია გამოჩნდა. მასზე ვარსკვლავი 23 წლის არის. ფოტოების ავტორი სანდრა დაუნი-დანია.
„ამ ფოტოსესიაზე ის უსახელო და უფულო იყო. მახსოვს, ამბობდა, რომ 33 ცენტიც კი არ ჰქონდა, რომ „მაკდონალდსში“ ჰამბურგერი ეყიდა“ – იხსენებს ფოტოგრაფი.
აღსანიშნავია, რომ ამ ფოტოსესიიდან 4 წლის შემდეგ, პიტმა ჰოლივუდში შეღწევა მოახერხა და პირველი სერიოზული როლი მიიღო ფილმში „ტელმა და ლუიზა“.