რუნი – „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.
უეინი ახლა ნაღდად საუკეთესოა.
რუნიმ პრემიერლიგის ბოლო ტურში გუნდი მარცხისგან იხსნა და „სტოკთან“ საგარეო შეხვედრაში ანგარიში 94-ე წუთზე გაათანაბრა.
ეს განსაკუთრებული მომენტი იყო: უეინ რუნიმ 250-ე გოლი გაიტანა „იუნატედის“ რიგებში და კლუბის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი გახდა.
რუნიმ 250 გოლი 545 მატჩში გაიტანა.
მან ლეგენდარულ ბობი ჩარლტონს გადაასწრო, რომელსაც 249 გოლი აქვს გატანილი.
რუნის 250 გოლი:
193 – მარჯვენა ფეხით
27 – მარცხენა ფეხით
30 – თავით
„მანჩესტერის“ მაისურით რუნიმ პირველი გოლი 2004 წლის 28 სექტემბერს გაიტანა, ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ფენერბახჩეს“ წინააღმდეგ (6:2). ეს სამეფო დებიუტი იყო – ჰეთ-თრიკი.