LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 ათასი ახალი კამაროსთვის

75

ამერიკულმა ავტოკომპანია „შევროლემ“ მომხმარებლებს სიურპრიზი შესთავაზა. 2016 წლის ახალი „კამაროს“ საწყისი ფასი 26 695 დოლარი იქნება.

 

კომპანიამ განახლებული „კამაროს“ სამი ვარიანტი შემოგვთავაზა. შედარებით იაფი ვარიანტი 2.0ლიტრიანი 4 ცილინდრიანი ძრავით და 275 ცხენის ძალით იქნა წარმოდგენილი,  ხოლო ჩვეულებრივი, „ძვირი“ ვერსია, რომელიც 37 295 დოლარი ეღირება, წარმოგვიდგინეს ჩვეული მძლავრი ძრავით, რაც გულისხმობს 6.2 ლიტრიან V8 ტიპის ძრავს, რომელიც 455 ცხენის ძალით განისაზღვრა. რაც შეეხება მესამე ვერსიას, ის წარმოდგენილია  3.6 ლიტრიანი V6 ტიპის ძრავით, რომელიც 355 ცხენის ძალას აღემატება.
 

ასე რომ, ამერიკული „მასქლ ქარი“-ს მოყვარულებს, მომავალი წლიდან, საკუთარი ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე შეეძლებათ შეარჩიონ სასურველი მოდელი. რაც კომპანიის მხრიდან, სწორი მარკეტინგული გათვლაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები